ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ არ ვიქცევით ისე, როგორც ზოგიერთი ევროპული ხელისუფლება, რომელიც ხალისით უყურებს ძალადობას სხვა ქვეყანაში და ახალისებს ამ ძალადობას. ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, როდესაც სხვაგან მხარს უჭერ ძალადობას, შემდეგ შენთან მიიღებ იმავე ძალადობას

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის ხელისუფლება სხვა ქვეყნებში ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პარიზში მიმდინარე მასობრივი არეულობა და შტურმები „ქარის დამთესის მიერ ქარიშხლის მიღებაა“.

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ არ ვიქცევით ისე, როგორც ზოგიერთი ევროპული ხელისუფლება, რომელიც ხალისით უყურებს ძალადობას სხვა ქვეყანაში და ახალისებს ამ ძალადობას. ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, როდესაც სხვაგან მხარს უჭერ ძალადობას, შემდეგ შენთან მიიღებ იმავე ძალადობას
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ არ ვიქცევით ისე, როგორც ზოგიერთი ევროპული ხელისუფლება, რომელიც ხალისით უყურებს ძალადობას სხვა ქვეყანაში და ახალისებს ამ ძალადობას. ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, როდესაც სხვაგან მხარს უჭერ ძალადობას, შემდეგ შენთან მიიღებ იმავე ძალადობასიმედინიუსი

ჩვენ არ ვიქცევით ისე, როგორც ზოგიერთი ევროპული ხელისუფლება, რომელიც ხალისით უყურებს ძალადობას სხვა ქვეყანაში და ახალისებს ამ ძალადობას. ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, როდესაც სხვაგან მხარს უჭერ ძალადობას, შემდეგ შენთან მიიღებ იმავე ძალადობას, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

პაპუაშვილს კითხვა საფრანგეთში მიმდინარე აქციების შესახებ დაუსვეს.

„ვინც არის ქარის დამთესი, ის საკუთარ ქვეყანაში მიიღებს ქარიშხალს. გვახსოვს მაკრონის განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით, როდესაც მხარი დაუჭირა მოძალადე ბრბოს, რომელიც საქართველოს პარლამენტის დაწვას ცდილობდა. ახლა მიიღეს საკუთარ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების დაწვის მცდელობა და შტურმები. ეს სამყარო ასეა მოწყობილი, რომ საბოლო ჯამში, ვინც დასთეს ბოროტებას, მიიღებს საკუთარ სახლში იმავეს. ვიხილეთ ასევე პოლიციის ბრუტალობა და ვნახეთ შედეგები - მტევანი მოწყდა არასრულწლოვანს, თვალი ამოთხარეს არასრულწლოვანს, ყბა მოტეხეს არასრულწლოვანს და ყოველდღიური სისხლიანი ქრონიკაა, რასაც ვუყურებთ პარიზის ქუჩებიდან. მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალადობა დასრულდეს. ჩვენ არ ვიქცევით ისე, როგორც ზოგიერთი ევროპული ხელისუფლება, რომელიც ხალისით უყურებს ძალადობას სხვა ქვეყანაში და ახალისებს ამ ძალადობას. ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, როდესაც სხვაგან მხარს უჭერ ძალადობას, შემდეგ შენთან მიიღებ იმავე ძალადობას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

საფრანგეთში აქციებზე დაკავებულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა. დაშავებულია ათასზე მეტი პოლიციელი და ჟანდარმი. 7 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვინც არის ქარის დამთესი, ის საკუთარ ქვეყანაში მიიღებს ქარიშხალს. გვახსოვს მაკრონის განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით, როდესაც მხარი დაუჭირა მოძალადე ბრბოს, რომელიც საქართველოს პარლამენტის დაწვას ცდილობდა. ახლა მიიღეს საკუთარ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების დაწვის მცდელობა და შტურმები. ეს სამყარო ასეა მოწყობილი, რომ საბოლო ჯამში, ვინც დასთეს ბოროტებას, მიიღებს საკუთარ სახლში იმავეს. ვიხილეთ ასევე პოლიციის ბრუტალობა და ვნახეთ შედეგები - მტევანი მოწყდა არასრულწლოვანს, თვალი ამოთხარეს არასრულწლოვანს, ყბა მოტეხეს არასრულწლოვანს და ყოველდღიური სისხლიანი ქრონიკაა, რასაც ვუყურებთ პარიზის ქუჩებიდან. მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალადობა დასრულდეს. ჩვენ არ ვიქცევით ისე, როგორც ზოგიერთი ევროპული ხელისუფლება, რომელიც ხალისით უყურებს ძალადობას სხვა ქვეყანაში და ახალისებს ამ ძალადობას. ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, როდესაც სხვაგან მხარს უჭერ ძალადობას, შემდეგ შენთან მიიღებ იმავე ძალადობას“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი – საფრანგეთში ძალადობა უნდა დასრულდეს, უბრალოდ, ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, როდესაც სხვაგან მხარს უჭერ ძალადობას, იმავე ძალადობას შენთან მიიღებწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები