ვახო სანაიას პროცესი გადაიდო
ჟურნალისტ ვახო სანაიას სასამართლო პროცესი გადაიდო და 19 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა. შსს მას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო ედავება, მოსამართლემ კი მას ადვოკატი იძულებითი წესით დაუნიშნა.

ვახო სანაიას პროცესი გადაიდო - ჟურნალისტის საქმის განხილვა სასამართლოში 19 ოქტომბერს დაწყება.
ცნობილ ტელესახეს შსს სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტებს ედავება. სასამართლოში სადაც დღეს პროცესი გაიმართა, დღეს არც ტელეწამყვანი და არც მისი ადვოკატი არ მისულა, თუმცა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მას ადვოკატი იძულებითი წესით დაუნიშნა.
ვახო სანაია პირველი ჟურნალისტია, ვინც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო 14 დღით იყო დაპატიმრებული.
ის ადმინისტრაციულ პატიმრობაში „ქართული ოცნების“ წევრების, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფის საბაბით მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გაუშვა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.