ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"ალბათ თავის ხალხს მოიყვანს" - რუხაძის მოადგილე მის გათავისუფლებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მირცხულავა ადასტურებს, რომ თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, ეს არ უკავშირდება კულტურის ყოფილი მინისტრის, თინათინ რუხაძის საქმიანობას და ის მუშაობას სხვა სფეროში გააგრძელებს. მირცხულავა ვარაუდობს, რომ ახალი მინისტრი მაია ბითაძე პოსტზე საკუთარ ხალხს მოიყვანს.

"ალბათ თავის ხალხს მოიყვანს" - რუხაძის მოადგილე მის გათავისუფლებაზე პირველ კომენტარს აკეთებს
"ალბათ თავის ხალხს მოიყვანს" - რუხაძის მოადგილე მის გათავისუფლებაზე პირველ კომენტარს აკეთებსTV პირველი

კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ადასტურებს, რომ თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან "პირველებთან" ისაუბრა. გიორგი მირცხულავა ამბობს, რომ მაია ბითაძე პოსტზე სავარაუდოდ თავისი ხალხით მიდის.

მინისტრის ყოფილი მოადგილე უარყოფს ვერსიას, რომ მისი წასვლა კულტურის ყოფილი მინისტრის, თინათინ რუხაძის საქმიანობას უკავშირდება.

მირცხულავას თქმით, მუშაობას სხვა სფეროში გააგრძელებს.

არ გავუშვივარ, არ დამნიშნეს. გადავალ სხვა სამსახურში, გაიგებთ ალბათ. გადავდივარ სხვა სფეროში. ალბათ ხალხსაც თავისას მოიყვანს, ჯერ ერთი და მეორეც, თიკას საქმიანობა, ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად არარელევანტურია, თიკა ბევრად ადრე წავიდა, ვიდრე მე და თუ რაღაც პრობლემა იქნებოდა, არ მგონია, ვინმეს დავეტოვებინე. ასე რომ, აბსოლუტურად ყალბია თქვენი ვერსიები, - ამბობს გიორგი მირცხულავა.

კითხვაზე გააგრძელებს თუ არა საჯარო სამსახურში მუშაობას, მირცხულავა დადებითად პასუხობს.

რა თქმა უნდა, 30 წელია საჯარო უწყებაში ვარ, - ამბობს მირცხულავა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.