"პირველების" ინფორმაცია დადასტურდა -კულტურის მინისტრი მაია ბითაძე იქნება
ირაკლი კობახიძის ბრიფინგზე გაირკვა, რომ კულტურის მინისტრი მაია ბითაძე იქნება. მანამდე ამ პოსტს თიკა რუხაძე იკავებდა, რომელმაც თანამდებობა 28 ივლისს დატოვა. ამჟამად მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე ასრულებს.

"პირველების" ინფორმაცია დადასტურდა - კულტურის მინისტრად მაია ბითაძე ინიშნება. ამის შესახებ ცნობილი ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან გახდა.
მაია ბითაძეს ამ დრომდე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მანდატი ჰქონდა.
49 წლის მაია ბითაძე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია.
2011-2017 წლებში საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის და მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2017-20 წლებში იყო თბილისი მერის კალაძის მოადგილე. პოლიტიკურ წრეებში მას სწორედ კალაძის კადრად მოიაზრებენ.
კულტურის მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თიკა რუხაძემ მინისტრის თანამდებობა სოციალური ქსელით გამოქვეყნებული განცხადებით 28 ივლისს დატოვა.
ამჟამად საქართველოს კულტურის მინისტრის მოვალეობას პროფესიით ეკონომისტი მიხეილ კიკნაძე ასრულებს. 2025 წლამდე მას მას სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატია"პირველების" ინფორმაციით კულტურის მინისტრად მაია ბითაძე ინიშნება
საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობას მაია ბითაძე დაიკავებს
კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა
კულტურის მინისტრად დაინიშნა პარლამენტარი მაია ბითაძე
კულტურის მინისტრად მაია ბითაძე ინიშნება.
საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობას მაია ბითაძე დაიკავებს • POSTV
კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე დაინიშნა
თეა წულუკიანმა მაია ბითაძის კულტურის მინისტრად დანიშვნა მოიწონა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…