ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

მაია ბითაძემ ორი განთავისუფლებული მოადგილის ადგილას ორი ახალი მოადგილე დანიშნა - ვინ წავიდა და ვინ დაიკავა თანამდებობები?

კულტურის ახალმა მინისტრმა მაია ბითაძემ ორი ახალი მოადგილე, თამარ შარაშიძე და ნათია შამათავა დანიშნა, მას შემდეგ რაც თანამდებობიდან გიორგი მირცხულავა და გრიგოლ ცერცვაძე გაათავისუფლა. პირველმა მოადგილემ მიხეილ კიკნაძემ პოზიცია შეინარჩუნა.

მაია ბითაძემ ორი განთავისუფლებული მოადგილის ადგილას ორი ახალი მოადგილე დანიშნა - ვინ წავიდა და ვინ დაიკავა თანამდებობები?
მაია ბითაძემ ორი განთავისუფლებული მოადგილის ადგილას ორი ახალი მოადგილე დანიშნა - ვინ წავიდა და ვინ დაიკავა თანამდებობები?BM.GE

კულტურის ახალ მინისტრს, მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი ბრძანებების თანახმად, მოადგილეების პოსტზე თამარ შარაშიძე და ნათია შამათავა დაინიშნნენ.

იქამდე, საკადრო ცვლილებების ფარგლებში, მაია ბითაძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა ორი მოადგილე გიორგი მირცხულავა და გრიგოლ ცერცვაძე.

პოზიცია შეინარჩუნა მიხეილ კიკნაძემ, რომელიც აღნიშნულ პოსტზე ყოფილი მინისტრის, თინათინ რუხაძის წასვლის შემდეგ დაინიშნა და გარდამავალი პერიოდის განმავლობაში უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელიც იყო. მიხეილ კიკნაძის კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნის ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 15 სექტემბერს გამოქვეყნდა.

არსებული მოცემულობით, კულტურის მინისტრ მაია ბითაძეს პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და ორი მოადგილე თამარ შარაშიძე და ნათია შამათავა ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა, თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი 28 ივლისს დატოვა. მან გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა დასჭირდა, რის გამოც მინისტრის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას ვერ შეძლებდა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.