მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაში მაქსიმალური დაფინანსების ლიმიტი 20 000-დან 50 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო განაცხადების მიღება 12 ნოემბრამდე გაგრძელდება.

მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, საბუთების მიღება 12 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
"მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერა თბილისის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ მეწარმეებს, გავაძლიეროთ მათი საქმიანობა და შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ბიზნესის განვითარებისთვის. მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დღეიდან განაცხადების მიღების მესამე ეტაპი იწყება, რომელიც 12 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა გასულ წელს დაიწყო და უკვე 80 მეწარმე დაფინანსდა.
"წელს პროგრამის ბიუჯეტი და თითოეული ბენეფიციარისთვის განსაზღვრული დაფინანსების ლიმიტი გაიზარდა. თუ გასულ წელს მაქსიმალური დაფინანსება 20 000 ლარს შეადგენდა, წელს ეს თანხა 50 000 ლარია, რაც მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, შეიძინონ საჭირო დანადგარები და აღჭურვილობა, გააუმჯობესონ პროდუქციის ხარისხი და გაზარდონ წარმოების მასშტაბი", - აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, პროგრამის პირობები გაუმჯობესდა და კიდევ ერთი სიახლე შეემატა - თუ წინა ეტაპზე ფინანსდებოდა საწარმო, რომელსაც წლიური შემოსავლის ზედა ზღვარი 500 000 ლარი იყო, ახლა ერთ მილიონ ლარამდე ბრუნვის მქონე მეწარმეებსაც შეუძლიათ სარგებლობა. პროგრამა ითვალისწინებს მერიის თანადაფინანსებას მოთხოვნილი თანხის 70-დან 90%-მდე.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ მიკრო და მცირე მეწარმეებს, რომელთაც საკუთარი საქმიანობისთვის საჭირო დანადგარებისა და აღჭურვილობის შეძენა სურთ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერა თბილისის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ მეწარმეებს, გავაძლიეროთ მათი საქმიანობა და შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ბიზნესის განვითარებისთვის. მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დღეიდან განაცხადების მიღების მესამე ეტაპი იწყება, რომელიც 12 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება“
„წელს პროგრამის ბიუჯეტი და თითოეული ბენეფიციარისთვის განსაზღვრული დაფინანსების ლიმიტი გაიზარდა. თუ გასულ წელს მაქსიმალური დაფინანსება 20 000 ლარს შეადგენდა, წელს ეს თანხა 50 000 ლარია, რაც მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, შეიძინონ საჭირო დანადგარები და აღჭურვილობა, გააუმჯობესონ პროდუქციის ხარისხი და გაზარდონ წარმოების მასშტაბი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…