როგორ აპირებს ტრამპი აშშ-ის მართვას, თუ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს?
თუ არჩევნებში დემოკრატები გაიმარჯვებენ, ისინი დაიკავებენ აშშ-ის პარლამენტს (კონგრესს). ამ შემთხვევაში მათ ექნებათ უფლება, დაბლოკონ ტრამპის მიერ შეთავაზებული კანონები, ბიუჯეტი და დაიწყონ გამოძიებები მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ.

თეთრი სახლი დემოკრატების სავარაუდო გამარჯვებისთვის ემზადება — ტრამპი ქვეყნის მართვას კონგრესის გვერდის ავლით, საპრეზიდენტო ბრძანებულებებით გეგმავს.
როგორ აპირებს ტრამპი აშშ-ის მართვას, თუ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს?
თუ არჩევნებში დემოკრატები გაიმარჯვებენ, ისინი დაიკავებენ აშშ-ის პარლამენტს (კონგრესს). ამ შემთხვევაში მათ ექნებათ უფლება, დაბლოკონ ტრამპის მიერ შეთავაზებული კანონები, ბიუჯეტი და დაიწყონ გამოძიებები მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ.
ტრამპის გეგმა - მართვა პარლამენტის გარეშე: თეთრი სახლის იურისტები და მრჩევლები თვეებია ამუშავებენ გეგმას, თუ როგორ გაატაროს ტრამპმა თავისი პოლიტიკა კონგრესის გვერდის ავლით - საპრეზიდენტო ბრძანებულებების გამოყენებით, რასაც პარლამენტის დასტური არ სჭირდება.
ტრამპი გეგმავს, დამოუკიდებლად დააწესოს ახალი ტარიფები (გადასახადები) უცხოურ საქონელზე, გამკაცროს უცხოელი სტუდენტებისა და მუშახელისთვის ვიზების გაცემა და შეამციროს მშენებლობის ხარჯები.
თეთრი სახლი ეძებს გზებს, რომ უკვე დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები პრეზიდენტის პრიორიტეტულ პროექტებს მოახმაროს და ფულის განაწილებაზე კონტროლი გააძლიეროს.
რადგან დემოკრატები გამარჯვების შემთხვევაში ტრამპის წინააღმდეგ საპარლამენტო გამოძიებების დაწყებას აპირებენ, თეთრი სახლის იურისტები უკვე ინსტრუქტაჟს უტარებენ ჩინოვნიკებს, თუ როგორ დაიცვან თავი უწყებებისა და დოკუმენტების მოთხოვნისგან.
ექსპერტების შეფასებით, ტრამპი აქტიურად გამოიყენებს ქვეყანაში „საგანგებო მდგომარეობების“ გამოცხადების მექანიზმსაც, რათა მაქსიმალური ძალაუფლება შეინარჩუნოს და დამოუკიდებლად იმოქმედოს.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…