ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

კულტურის ახალმა მინისტრმა 2 მოადგილე გაათავისუფლა, პოსტი მხოლოდ მიხეილ კიკნაძემ შეინარჩუნა

კულტურის ახლად დანიშნულმა მინისტრმა მაია ბითაძემ ორი მოადგილე, გიორგი მირცხულავა და გრიგოლ ცერცვაძე, თანამდებობებიდან გაათავისუფლა. პოზიცია ერთადერთმა მიხეილ კიკნაძემ შეინარჩუნა. სამინისტროში დაადასტურეს, რომ ორი მოადგილე განთავისუფლდა და ახლები ჯერ არ დანიშნულან. კულტურის მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თინათინ რუხაძემ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა, ხოლო პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ახალ მინისტრად მაია ბითაძე წარადგინა.

კულტურის ახალმა მინისტრმა 2 მოადგილე გაათავისუფლა, პოსტი მხოლოდ მიხეილ კიკნაძემ შეინარჩუნა
კულტურის ახალმა მინისტრმა 2 მოადგილე გაათავისუფლა, პოსტი მხოლოდ მიხეილ კიკნაძემ შეინარჩუნაBM.GE

კულტურის ახლად დანიშნულმა მინისტრმა მაია ბითაძემ 2 მოადგილე - გიორგი მირცხულავა და გრიგოლ ცერცვაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. პოზიცია შეინარჩუნა მიხეილ კიკნაძემ, რომელიც პოსტზე თინათინ რუხაძის მინისტრობიდან წასვლის შემდეგ დაინიშნა და უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელიც თავად იყო.

საქმე ის არის, რომ ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ, პროცედურულად თანამდებობას ყველა მოადგილე ტოვებს, თუმცა ოფიციალურ გვერდზე მხოლოდ მიხეილ კიკნაძის დანიშვნის ბრძანებაა ატვირთული. bm.ge დაინტერესდა, მიზეზით და ხომ არ არის ეს დროის საკითხი. უწყებაში გვითხრეს რომ ორი მოადგილე განთავისუფლდა და ახლები ჯერ არ დანიშნულან.

შეგახსენებთ, 28 ივნისს, მინისტრის გადადგომის შემდეგ სამინისტროდან იმჟამინდელი პირველი მოადგილე მაკა გურგენიძეც წავიდა.

კულტურის მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თინათინ რუხაძემ პოსტი 28 ივლისს დატოვა. "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში თინათინ რუხაძემ გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. მისი განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევდა საშუალებას, საქმისთვის სათანადო ყურადღება დაეთმო, რომელიც ძალიან უყვარს და მისთვის ძვირფასია.

ირაკლი კობახიძემ 14 სექტემბერს დააანონსა, რომ მინისტრის კანდიდატურას უახლოეს მომავალში წარადგენდა და სხვა საკადრო ცვლილებები მოლოდინი კაბინეტში აღარ აქვს. მეორე დღეს 15 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა პოსტზე მაია ბითაძე წარადგინა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.