პროკურატურამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ზუგდიდის სოფელ ალერტკარში ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე პროკურატურამ ძებნილ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული დაზარალებულებს სანადირო თოფითა და დანით დაესხა თავს და მიიმალა.

საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში, წარსულში ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, არსებული უთანხმოების და კონფლიქტის ნიადგაზე, სანადირო თოფით და დანით თავს დაესხა დაზარალებულებს, რა დროსაც მოკვლის მიზნით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა მათ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის "ლ" და "პ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არაერთგზის) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ციტატები სტატიიდან
„მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის "ლ" და "პ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არაერთგზის) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.