ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"სანადირო თოფით და დანით თავს დაესხა მამა-შვილს და დაზიანებები მიაყენა" - ძებნილ ვალტერ როგავას ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

სოფელ ალერტკარში მამა-შვილზე სანადირო თოფითა და დანით თავდასხმისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე პროკურატურამ ძებნილ ვალტერ როგავას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

"სანადირო თოფით და დანით თავს დაესხა მამა-შვილს და დაზიანებები მიაყენა" - ძებნილ ვალტერ როგავას ბრალი წარედგინა
"სანადირო თოფით და დანით თავს დაესხა მამა-შვილს და დაზიანებები მიაყენა" - ძებნილ ვალტერ როგავას ბრალი წარედგინაTV პირველი

სოფელ ალერტკარში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორება - საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “ლ” და “პ” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არაერთგზის) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში, წარსულში ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, არსებული უთანხმოების და კონფლიქტის ნიადაგზე, სანადირო თოფით და დანით თავს დაესხა დაზარალებულებს, რა დროსაც მოკვლის მიზნით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა მათ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები