ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

პროკურატურამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. გამოძიების თანახმად, თავდამსხმელმა ორ ადამიანს სანადირო თოფითა და დანით ჭრილობები მიაყენა და მიიმალა; მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაიმედინიუსი

საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში, წარსულში ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, არსებული უთანხმოების და კონფლიქტის ნიადგაზე, სანადირო თოფით და დანით თავს დაესხა დაზარალებულებს, რა დროსაც მოკვლის მიზნით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა მათ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “ლ” და “პ” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არაერთგზის) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"სანადირო თოფით და დანით თავს დაესხა მამა-შვილს და დაზიანებები მიაყენა" - ძებნილ ვალტერ როგავას ბრალი წარედგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები