ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მამა-შვილის დაჭრაში ბრალდებული ვალტერ როგავა პატიმრობაში გაუშვეს

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

სოფელ ალერტკარში მამა-შვილის დაჭრაში ბრალდებულ ვალტერ როგავას სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა მას ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.

მამა-შვილის დაჭრაში ბრალდებული ვალტერ როგავა პატიმრობაში გაუშვეს
მამა-შვილის დაჭრაში ბრალდებული ვალტერ როგავა პატიმრობაში გაუშვესTV პირველი

სოფელ ალერტკარში მამა-შვილის დაჭრაში ბრალდებული ვალტერ როგავა 2 თვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “ლ” და “პ” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არაერთგზის) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში, წარსულში ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, არსებული უთანხმოების და კონფლიქტის ნიადაგზე, სანადირო თოფით და დანით თავს დაესხა დაზარალებულებს, რა დროსაც მოკვლის მიზნით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა მათ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ზუგდიდში მამა-შვილი დაჭრესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები