პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვფიქრობ, ბრიუსელმა მცდარი პოლიტიკა აირჩია ყალბი იმედების შექმნის, როდესაც საზოგადოებებს აჟიტირებენ იმით, რომ აი დღეს თუ არა ხვალ მოხდება გაფართოება და ევროკავშირის წევრები გახდებიან - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელმა ყალბი იმედების შექმნის მცდარი პოლიტიკა აირჩია, ხოლო ნებისმიერი, ვინც გაფართოების კონკრეტულ თარიღს ასახელებს, არაგულწრფელია ან ტყუის. პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ 2030 წლის პერსპექტივაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

"ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ნებისმიერი, ვინც რომელიმე კონკრეტულ თარიღს ასახელებს გაფართოებასთან დაკავშირებით, ყველაზე კარგ შემთხვევაში, არ არის გულწრფელი, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, უბრალოდ ტყუის", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ბრიუსელმა ყალბი იმედების შექმნის მცდარი პოლიტიკა აირჩია.

"მნიშვნელოვანია, რომ რეალურად შევხედოთ სამყაროს და რეალურად შევხედოთ მათ შორის, ევროკავშირის გაფართოების პროცესს. ამ ფორმატში ამ დღეებში ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა გვქონდა.

ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ნებისმიერი, ვინც რომელიმე კონკრეტულ თარიღს ასახელებს გაფართოებასთან დაკავშირებით, ყველაზე კარგ შემთხვევაში არ არის გულწრფელი, ყველაზე ცუდ შემთხვევაში უბრალოდ ტყუის. დღეს ვერავინ ვერ დაასახელებს კონკრეტულ თარიღს, წელს, როდესაც ზოგადად იქნება ევროკავშირის გაფართოება და მით უმეტეს ვერ დაასახელებს, რომელი ქვეყნები იქნება, რომელიც ამ გაფართოებაში მოხვდება. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ბრიუსელმა ძალიან მცდარი პოლიტიკა აირჩია ყალბი იმედების შექმნის, როდესაც საზოგადოებებს აჟიტირებენ იმით, რომ აი დღეს თუ არა ხვალ უკვე მოხდება გაფართოება და ევროკავშირის წევრები გახდებიან.

რეალობა დიამეტრალურად სხვანაირია და მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს ეს რეალობა - რომ დღეს და ხვალ არავინ არ ფიქრობს ევროკავშირის გაფართოებაზე, რომ 2030 წელი ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის საერთოდ რა გადაწყვეტილება იქნება, კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რა სახეს იღებს საერთოდ ევროკავშირი და ვხედავთ, რომ "თამაშის" პროცესში წესები იცვლება და მსჯელობა მიდის იმაზე, რომ ახალი წევრები მთლად წევრები არ იქნებიან და რაღაც მეორეხარისხოვანი წევრები იქნებიან.

ეს პროცესია, რომელსაც არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენ არც შიდა პოლიტიკური დისკუსია, არც ჩვენი ქვეყნის განვითარება. ჩვენი ქვეყანა უნდა განვითარდეს თავისი ლოგიკით, თავის მიზნების მისაღწევად, ეკონომიკის გასაძლიერებლად, ქვეყნის გასაერთიანებლად და ამის საბოლოო შედეგი შეიძლება იყოს ევროკავშირის წევრობა და არა პირიქით, რომ ევროკავშირის წევრობის იდეით აჟიტირებულებმა დღეს კისერი წავიტეხოთ, როგორც ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანა ამას აკეთებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ეს რეალობა იცოდეს, რომ არავინ დღეს და ხვალ არ ფიქრობს ევროკავშირის გაფართოებაზე, რომ 2030 წელი ძალიან დიდიკითხვის ნიშნის ქვეშ არის საერთოდ რა გადაწყვეტილება იქნება
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს რეალობა - არავინ დღეს და ხვალ ევროკავშირის გაფართოებაზე არ ფიქრობს და დიდი კითხვის ქვეშ არის, რა გადაწყვეტილება იქნება 2030 წელს
  3. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – ქვეყანა უნდა განვითარდეს თავისი მიზნების მისაღწევად, ამის საბოლოო შედეგი შეიძლება, იყოს ევროკავშირის წევრობა და არა პირიქით, ამ იდეით აჟიტირებულებმა კისერი წავიტეხოთ, როგორც აკეთებს ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, კანდიდატ ქვეყნებშიც ამაზე დიდი სკეფსისიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები