შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ეს რეალობა იცოდეს, რომ არავინ დღეს და ხვალ არ ფიქრობს ევროკავშირის გაფართოებაზე, რომ 2030 წელი ძალიან დიდიკითხვის ნიშნის ქვეშ არის საერთოდ რა გადაწყვეტილება იქნება
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს და ხვალ ევროკავშირის გაფართოებაზე არავინ ფიქრობს და 2030 წელი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მისი თქმით, ბრიუსელმა ყალბი იმედების შექმნის მცდარი პოლიტიკა აირჩია, რეალობა კი დიამეტრულად განსხვავებულია.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ეს რეალობა იცოდეს, რომ არავინ დღეს და ხვალ არ ფიქრობს ევროკავშირის გაფართოებაზე, რომ 2030 წელი ძალიან დიდიკითხვის ნიშნის ქვეშ არის საერთოდ რა გადაწყვეტილება იქნება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ნიშნავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი განცხადებები.
„ნებისმიერი, ვინც გაფართოებასთან დაკავშირებით კონკრეტულ თარიღს ასახელებს, ყველაზე კარგ შემთხვევაში, არ არის გულწრფელი, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, უბრალოდ ტყუის. დღეს ვერავინ დაასახელებს კონკრეტულ თარიღს, წელს, როდესაც ზოგადად იქნება ევროკავშირის გაფართოება. მითუმეტეს, ვერ დაასახელებს რომელი ქვეყნები იქნება, რომელიც ამ გაფართოებაში მოხვდება. ვფიქრობ, ბრიუსელმა ძალიან მცდარი პოლიტიკა აირჩია, ყალბი იმედების შექმნის, როდესაც საზოგადოებებს აჟიტირებენ იმით, რომ დღეს თუ არა ხვალ მოხდება გაფართოება და ევროკავშირის წევრები გახდებიან. რეალობა დიამეტრულად სხვანაირია.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ეს რეალობა იცოდეს, რომ არავინ დღეს და ხვალ არ ფიქრობს ევროკავშირის გაფართოებაზე, რომ 2030 წელი ძალიან დიდიკითხვის ნიშნის ქვეშ არის საერთოდ რა გადაწყვეტილება იქნება. კითხვის ნიშნის ქვეშ არის საერთოდ რა სახეს იღებს ევროკავშირი. ვხედავთ, რომ „თამაშის პროცესში“ წესები იცვლება და მსჯელობა მიდის იმაზე, რომ ახალი წევრები მთლად წევრები არ იქნებიან და მეორეხარისხოვანი წევრები იქნება. ეს პროცესია, რომელსაც არ უნდა გადავაყოლოთ არც შიდა პოლიტიკური დისკუსია, არც ქვეყნის განვითარება. ჩვენი ქვეყანა უნდა განვითარდეს თავისი ლოგიკით, თავისი მიზნების მისაღწევად, გასაძლიერებლად, ქვეყნის გასაერთიანებლად და ამის საბოლოო შედეგი შეიძლება იყოს ევროკავშირის წევრობა და არა პირიქით, რომ ევროკავშირის წევრობის იდეით აჟიტირებულებმა დღეს კისერი წავიტეხოთ, როგორც ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანა ამას აკეთებს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ნებისმიერი, ვინც გაფართოებასთან დაკავშირებით კონკრეტულ თარიღს ასახელებს, ყველაზე კარგ შემთხვევაში, არ არის გულწრფელი, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, უბრალოდ ტყუის. დღეს ვერავინ დაასახელებს კონკრეტულ თარიღს, წელს, როდესაც ზოგადად იქნება ევროკავშირის გაფართოება. მითუმეტეს, ვერ დაასახელებს რომელი ქვეყნები იქნება, რომელიც ამ გაფართოებაში მოხვდება. ვფიქრობ, ბრიუსელმა ძალიან მცდარი პოლიტიკა აირჩია, ყალბი იმედების შექმნის, როდესაც საზოგადოებებს აჟიტირებენ იმით, რომ დღეს თუ არა ხვალ მოხდება გაფართოება და ევროკავშირის წევრები გახდებიან. რეალობა დიამეტრულად სხვანაირია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ეს რეალობა იცოდეს, რომ არავინ დღეს და ხვალ არ ფიქრობს ევროკავშირის გაფართოებაზე, რომ 2030 წელი ძალიან დიდიკითხვის ნიშნის ქვეშ არის საერთოდ რა გადაწყვეტილება იქნება. კითხვის ნიშნის ქვეშ არის საერთოდ რა სახეს იღებს ევროკავშირი. ვხედავთ, რომ „თამაშის პროცესში“ წესები იცვლება და მსჯელობა მიდის იმაზე, რომ ახალი წევრები მთლად წევრები არ იქნებიან და მეორეხარისხოვანი წევრები იქნება. ეს პროცესია, რომელსაც არ უნდა გადავაყოლოთ არც შიდა პოლიტიკური დისკუსია, არც ქვეყნის განვითარება. ჩვენი ქვეყანა უნდა განვითარდეს თავისი ლოგიკით, თავისი მიზნების მისაღწევად, გასაძლიერებლად, ქვეყნის გასაერთიანებლად და ამის საბოლოო შედეგი შეიძლება იყოს ევროკავშირის წევრობა და არა პირიქით, რომ ევროკავშირის წევრობის იდეით აჟიტირებულებმა დღეს კისერი წავიტეხოთ, როგორც ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანა ამას აკეთებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.