პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: იტყუება ნებისმიერი, ვინც ამბობს, რომ გაწევრიანება დამსახურებაზე დამფუძნებელი ობიექტური პროცესია. სინამდვილეში პოლიტიკური პროცესია, ერთ სახელმწიფოსაც კი შეუძლია შეაფერხოს ნებისმიერი დამსახურებული კანდიდატის წინსვლა ინტეგრაციის პროცესში

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული კი არა, პოლიტიკური პროცესია, სადაც ცალკეულ ქვეყნებს დამსახურებული კანდიდატის წინსვლის შეფერხება შეუძლიათ.

შალვა პაპუაშვილი: იტყუება ნებისმიერი, ვინც ამბობს, რომ გაწევრიანება დამსახურებაზე დამფუძნებელი ობიექტური პროცესია. სინამდვილეში პოლიტიკური პროცესია, ერთ სახელმწიფოსაც კი შეუძლია შეაფერხოს ნებისმიერი დამსახურებული კანდიდატის წინსვლა ინტეგრაციის პროცესში
რუსთავი 2

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არ არის დაფუძნებული ობიექტურ დამსახურებებზე. მისი თქმით, სინამდვილეში ეს არის პოლიტიკური პროცესი, სადაც ცალკეულ სახელმწიფოებს აქვთ ბერკეტი, რომ კანდიდატი ქვეყნების წინსვლა შეაფერხონ.

"ყველამ იცის და იტყუება ნებისმიერი, ვინც ამბობს, რომ გაწევრიანების პროცესი ეს არის დამსახურებაზე დამფუძნებელი, ობიექტური პროცესი.

სინამდვილეში ეს არის პოლიტიკური პროცესი და იცის ყველამ, რომ ერთ სახელმწიფოსაც კი შეუძლია შეაფერხოს ნებისმიერი დამსახურებული კანდიდატის წინსვლა ინტეგრაციის პროცესში.

საქართველო ამის ყველაზე კარგი მაგალითი არის 2022 წლის ივლისში კანდიდატის სტატუსი რომ არ მოგვცეს, მაშინ, როდესაც ყველა პოტენციური კანდიდატის წინ ვიყავით ყველანაირი შედეგებით, რისი ბრალი იყო ეს ყველაფერი? იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, მათ შორის, ბალტიის ქვეყნების მონაწილეობით. საქართველო არ აწესებდა სანქციებს და ამის გამო მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ნორმალურად კიდევ ვერც ხსნიან ბოლომდე, რატომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, ამას ვამბობთ ჩვენ, რომ ეს პროცესი სრულად არის პროცესი, რომელსაც ერთის მხრივ ბრიუსელი სრულად აკონტროლებს და შეუძლია აკეთებინოს ყველაფერი, როგორც ერთი გამორჩეული ქართველი "ენჯეოშნიკი" ამბობდა, რომ ცალ ფეხზე დააყენოს ნებისმიერი ქვეყანა იმის მოლოდინში, რომ იქნება კეთილგანწყობილი მის მიმართ გადაწყვეტილებების დროს და ბოლოს მაინც არ მიიღოს მისი წინსვლის გადაწყვეტილება.

სამწუხაროდ, ვხედავთ ჩვენ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირში არის რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც გამოკვეთილად ანტიქართული პოლიტიკა აქვთ და, რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირი იმედი არ გვაქვს, რომ ასეთ კენჭისყრაში ისინი არ დაბლოკავენ გადაწყვეტილებას, ამიტომაც ვამბობთ, რომ ჩვენ არ გვინდა ჩვენი ქვეყნის განვითარება დამოკიდებული გავხადოთ ბრიუსელის კეთილგანწყობაზე.

ჩვენი ქვეყნის განვითარება მიდის თავისი ლოგიკით, ჩვენი ქვეყნის ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმის მიხედვით, რა ვასიამოვნოთ დღეს ბრიუსელს, რომელიმე წევრ ქვეყანას თუ ასე შემდეგ. ამ გზას რომ გავყოლოდით, დღეს ჩვენ ისეთი ეკონომიკური ზრდა არ გვექნებოდა, რაც დღეს გვაქვს და შეგახსენებთ, ყველაფერში ვართ პირველ ადგილზე, მთლიანად, ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ყველას ვუსწრებთ აბსოლუტურად", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – ნებისმიერი იტყუება, ვინც ამბობს, რომ გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული ობიექტური პროცესი, სინამდვილეში, ეს არის პოლიტიკური პროცესი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი – ქვეყანა უნდა განვითარდეს თავისი მიზნების მისაღწევად, ამის საბოლოო შედეგი შეიძლება, იყოს ევროკავშირის წევრობა და არა პირიქით, ამ იდეით აჟიტირებულებმა კისერი წავიტეხოთ, როგორც აკეთებს ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები