პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს რეალობა - არავინ დღეს და ხვალ ევროკავშირის გაფართოებაზე არ ფიქრობს და დიდი კითხვის ქვეშ არის, რა გადაწყვეტილება იქნება 2030 წელს

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დღეს და ხვალ ევროკავშირის გაფართოებაზე არავინ ფიქრობს, დიდი კითხვის ქვეშაა 2030 წლის გადაწყვეტილებაც და ბრიუსელმა ყალბი იმედების შექმნის მცდარი პოლიტიკა აირჩია.

შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს რეალობა - არავინ დღეს და ხვალ ევროკავშირის გაფართოებაზე არ ფიქრობს და დიდი კითხვის ქვეშ არის, რა გადაწყვეტილება იქნება 2030 წელს
ინტერპრესნიუსი

მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს რეალობა - არავინ დღეს და ხვალ ევროკავშირის გაფართოებაზე არ ფიქრობს და დიდი კითხვის ქვეშ არის, რა გადაწყვეტილება იქნება 2030 წელს! - ჩვენი ქვეყანა თავის მიზნების მისაღწევად თავისი ლოგიკით უნდა განვითარდეს, - ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი ამბობს იმასაც, რომ ნებისმიერი, ვინც ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ერთ კონკრეტულ თარიღს ასახელებს, ყველაზე კარგ შემთხვევაში არ არის გულწრფელი და ყველაზე ცუდ შემთხვევაში ტყუის.

“მნიშვნელოვანია, რეალურად შევხედოთ სამყაროს და ევროკავშირის გაფართოების პროცესს. ერთი რამ ვიცოდეთ - ნებისმიერი, ვინც გაფართოებასთან დაკავშირებით ერთ კონკრეტულ თარიღს ასახელებს, ყველაზე კარგ შემთხვევაში არ არის გულწრფელი და ყველაზე ცუდ შემთხვევაში ტყუის.

დღეს ვერავინ ვერ დაასახელებს თარიღს, წელს, როდესაც ევროკავშირის გაფართოება იქნება და ვერ დაასახელებს, რომელიც ქვეყნების მოხვდება ამ გაფართოებაში. ბრიუსელმა ყალბი იმედების შექმნის ძალიან მცდარი პოლიტიკა აირჩია.

საზოგადოებას აჟიტირებენ, რომ დღეს თუ არა ხვალ გაფართოება მოხდება და ევროკავშირის წევრების გახდებიან. რეალობა დიამეტრულად სხვანაირია და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ რეალობა იცოდეს - არავინ დღეს და ხვალ ევროკავშირის გაფართოებაზე არ ფიქრობს და დიდი კითხვის ქვეშ არის რა გადაწყვეტილება იქნება 2030 წელს.

კითხვის ქვეშ არის საერთოდ, რა სახეს იღებს ევროკავშირი. ვხედავთ, რომ თამაშის პროცესში წესები იცვლება და მსჯელობა მიდის იმაზე, რომ ახალი წევრები მთლად წევრები არ იქნებიან და რაღაც მეორე ხარისხოვანი წევრები იქნებიან. ეს ის პროცესია, რასაც არც ჩვენი შიდა პოლიტიკური დისკუსია და არც ქვეყნის განვითარება არ უნდა გადავაყოლოთ. ჩვენი ქვეყანა თავის მიზნების მისაღწევად თავისი ლოგიკით უნდა განვითარდეს - ეკონომიკის გასაძლიერებლად და ქვეყნის გასაერთიანებლად. ამის საბოლოო შედეგი შეიძლება იყოს ევროკავშირის წევრობა და არა პირიქით, რომ ევროკავშირის წევრობის იდეით აჟიტირებულებმა კისერი წავიტეხოთ, როგორც ამას ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანა აკეთებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოვფიქრობ, ბრიუსელმა მცდარი პოლიტიკა აირჩია ყალბი იმედების შექმნის, როდესაც საზოგადოებებს აჟიტირებენ იმით, რომ აი დღეს თუ არა ხვალ მოხდება გაფართოება და ევროკავშირის წევრები გახდებიან - შალვა პაპუაშვილი
  2. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ეს რეალობა იცოდეს, რომ არავინ დღეს და ხვალ არ ფიქრობს ევროკავშირის გაფართოებაზე, რომ 2030 წელი ძალიან დიდიკითხვის ნიშნის ქვეშ არის საერთოდ რა გადაწყვეტილება იქნება
  3. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – ქვეყანა უნდა განვითარდეს თავისი მიზნების მისაღწევად, ამის საბოლოო შედეგი შეიძლება, იყოს ევროკავშირის წევრობა და არა პირიქით, ამ იდეით აჟიტირებულებმა კისერი წავიტეხოთ, როგორც აკეთებს ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, კანდიდატ ქვეყნებშიც ამაზე დიდი სკეფსისიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები