რუმენ რადევი: ვაფართოებთ თანამშრომლობას "მწვანე ენერგიის დერეფნის" პროექტის ფარგლებში. ბულგარეთმა წამოაყენა წინადადება, დერეფანი დაუყოვნებლივ ამოქმედდეს აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის არსებული ენერგოსისტემების მეშვეობით
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის, რუმენ რადევის განცხადებით, ბულგარეთმა წამოაყენა ინიციატივა, „მწვანე ენერგიის დერეფანი“ დაუყოვნებლივ ამოქმედდეს აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის არსებული ენერგოსისტემებით.

დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტი გაიხსნა, რომელშიც მსოფლიო ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს. ირაკლი კობახიძე პლენარულ სესიას დაესწრო. მთავრობის მეთაური მრგვალი მაგიდის ფორმატში ასევე მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა. სამიტს 50-მდე სახელმწიფოს ლიდერი ესწრება.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის, რუმენ რადევის განცხადებით, ქვეყნები ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას აფართოებენ, მათ შორის, "მწვანე ენერგიის დერეფნის" პროექტის ფარგლებში.
"ჩვენ ვაღრმავებთ და ვაფართოებთ თანამშრომლობას არა მხოლოდ ბუნებრივი აირის მოწოდების კუთხით, არამედ "მწვანე ენერგიის დერეფნის" პროექტის ფარგლებშიც. COP29-ის სამიტზე ბულგარეთმა წამოაყენა წინადადება, რომ ეს დერეფანი დაუყოვნებლივ ამოქმედდეს სახმელეთო ელექტროგადამცემი ხაზებისა და აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის არსებული ენერგოსისტემების მეშვეობით. ამ შეთანხმებას ორი დღის წინ მოეწერა ხელი ანტალიაში, ასე რომ, პროცესი წინ მიიწევს", - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…