პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი – ქვეყანა უნდა განვითარდეს თავისი მიზნების მისაღწევად, ამის საბოლოო შედეგი შეიძლება, იყოს ევროკავშირის წევრობა და არა პირიქით, ამ იდეით აჟიტირებულებმა კისერი წავიტეხოთ, როგორც აკეთებს ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანა

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელმა ყალბი იმედების შექმნის მცდარი პოლიტიკა აირჩია და გაფართოებაზე დღეს არავინ ფიქრობს. მისი თქმით, გაფართოების თარიღის დამსახელებელი ტყუის, ხოლო ქვეყანა საკუთარი ლოგიკით უნდა განვითარდეს და არა ევროკავშირის წევრობის იდეით აჟიტირებით.

შალვა პაპუაშვილი – ქვეყანა უნდა განვითარდეს თავისი მიზნების მისაღწევად, ამის საბოლოო შედეგი შეიძლება, იყოს ევროკავშირის წევრობა და არა პირიქით, ამ იდეით აჟიტირებულებმა კისერი წავიტეხოთ, როგორც აკეთებს ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანა
პირველი არხი

ვფიქრობ, ბრიუსელმა ძალიან მცდარი პოლიტიკა აირჩია ყალბი იმედების შექმნის, როდესაც საზოგადოებებს აჟიტირებენ, რომ დღეს თუ არა ხვალ უკვე მოხდება გაფართოება და ევროკავშირის წევრები გახდებიან. რეალობა დიამეტრულად სხვანაირია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ნებისმიერი, ვინც რომელიმე კონკრეტულ თარიღს ასახლებს გაფართოებასთან დაკავშირებით, ყველაზე კარგ შემთხვევაში არ არის გულწრფელი, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი ტყუის.

„მნიშვნელოვანია, რეალურად შევხედოთ სამყაროს, ევროკავშირის გაფართოების პროცესს, მათ შორის, ამ ფორმატშიც ამ დღეებში გვქონდა შესაძლებლობა ჩემს ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციის. ერთი რამე უნდა ვიცოდე, ნებისმიერი, ვინც რომელიმე კონკრეტულ თარიღს ასახლებს გაფართოებასთან დაკავშირებით, ყველაზე კარგ შემთხვევაში არ არის გულწრფელი, ყველაზე ცუდ შემთხვევაში უბრალოდ ტყუის. დღეს ვერავინ დაასახელებს კონკრეტულ თარიღს, წელს, როდესაც ზოგადად იქნება ევროკავშირის გაფართოება და მით უმეტეს ვერ დაასახელებს რომელი ქვეყნები მოხვდება ამ გაფართოებაში. ვფიქრობ, ბრიუსელმა ძალიან მცდარი პოლიტიკა აირჩია ყალბი იმედების შექმნის, როდესაც საზოგადოებებს აჟიტირებენ, რომ დღეს თუ არა ხვალ უკვე მოხდება გაფართოება და ევროკავშირის წევრები გახდებიან. რეალობა დიამეტრულად სხვანაირია. მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს ეს რეალობა, არავინ დღეს და ხვალ არ ფიქრობს ევროკავშირის გაფართოებაზე, 2030 წელს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა რა გადაწყვეტილება იქნება, საერთოდ, რა სახეს იღებს საერთოდ ევროკავშირი. ვხედავთ, რომ თამაშის პროცესში წესები იცვლება და მსჯელობა მიდის იმაზე, რომ ახალი წევრები მთლად წევრები არ იქნებიან და რაღაც მეორეხარისხოვანი წევრები იქნებიან. ეს პროცესია, რომელსაც არ უნდა გადავაყოლოთ არც შიდა პოლიტიკური დისკუსია, არც ჩვენი ქვეყნის განვითარება, ჩვენი ქვეყანა უნდა განვითარდეს თავისი ლოგიკით, თავისი მიზნების მისაღწევად, ეკონომიკის გასაძლიერებლად, ქვეყნის გასაერთიანებლად და ამისი საბოლოო შედეგი შეიძლება, იყოს ევროკავშირის წევრობა და არა პირიქით, რომ ევროკავშირის წევრობის იდეით აჟიტირებულებმა დღეს კისერი წავიტეხოთ, როგორც ამას ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანა აკეთებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, დაკნინებულია ევროკავშირის, როგორც გლობალური მოთამაშის როლი.

„ეს არის სწორედ ევროკავშირის უმწიფარი საგარეო პოლიტიკის შედეგი. ის, რასაც კაია კალასი აკეთებს, ზუსტად ამის შედეგია, რომ არავინ სერიოზულად არ აღიქვამს ევროკავშირს, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ არ სვამს ამ მაგიდასთან. მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვანი მოთამაშე უნდა იყოს, სინამდვილეში, ეს ასე არ არის. ეს არის უმწიფარი პოლიტიკის შედეგი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოვფიქრობ, ბრიუსელმა მცდარი პოლიტიკა აირჩია ყალბი იმედების შექმნის, როდესაც საზოგადოებებს აჟიტირებენ იმით, რომ აი დღეს თუ არა ხვალ მოხდება გაფართოება და ევროკავშირის წევრები გახდებიან - შალვა პაპუაშვილი
  2. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ეს რეალობა იცოდეს, რომ არავინ დღეს და ხვალ არ ფიქრობს ევროკავშირის გაფართოებაზე, რომ 2030 წელი ძალიან დიდიკითხვის ნიშნის ქვეშ არის საერთოდ რა გადაწყვეტილება იქნება
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს რეალობა - არავინ დღეს და ხვალ ევროკავშირის გაფართოებაზე არ ფიქრობს და დიდი კითხვის ქვეშ არის, რა გადაწყვეტილება იქნება 2030 წელს
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, კანდიდატ ქვეყნებშიც ამაზე დიდი სკეფსისიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები