ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა პაპუაშვილი: იმ ტენდენციაში, რომლის ეჭვიც გვაქვს, რომ ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ვრწმუნდებით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ბრიუსელი და დასავლეთი ნელ-ნელა უკან იხევენ ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული დაპირებებიდან და კანდიდატ ქვეყნებს მეორეხარისხოვან სტატუსს სთავაზობენ.

შალვა პაპუაშვილი: იმ ტენდენციაში, რომლის ეჭვიც გვაქვს, რომ ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ვრწმუნდებით
შალვა პაპუაშვილი: იმ ტენდენციაში, რომლის ეჭვიც გვაქვს, რომ ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ვრწმუნდებითრუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მარკო რუბიოს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ეს არ არის მარტივი საკითხი და ის ახლა დღის წესრიგში არ დგას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, უკრაინაში ომის დაწყებამდეც და მის შემდეგაც, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით გაცემული დაპირებები ხშირად არარეალური აღმოჩნდა.

"ეს ჩვენ კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ არასდროს არ უნდა ვუღალატოთ ეროვნულ ინტერესებს და ეროვნულ ამოცანას ჩვენი ქვეყნისას, რომელიც ყოველთვის მდგომარეობს მშვიდობიან განვითარებაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და კეთილდღეობის ზრდაში. ახლა ხომ ჩანს, რომ როგორც კი სხვა მიზნებს გავაფეტიშებდით, დავაყენებდით ეროვნულ ამოცანებზე ზემოთ, საბოლოო ჯამში იმ მიზნებს, რომელიც ჩვენს ხელში არ არის - ნატოს წევრობა, ევროკავშირის წევრობა და ა.შ. რომელიც შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეატრიალონ როგორც უნდათ ისე, როგორც კი ჩვენ გავაფეტიშებთ ამ მიზნებს, ჩვენ საბოლოო ჯამში, მოწყვლადს ვქმნით ჩვენს ქვეყანას, ვანაცვალებთ ჩვენს ეროვნულ მიზნებს რაღაც სხვა მიზნებით, შემდეგ ეს მიზნები აღმოჩნდება, რომ ვის ხელშიც არის ამ მიზნების აღსრულება, გულგრილი ხდებიან ამის შესრულების მიმართ და საბოლოო ჯამში რჩება დანგრეული ქვეყანა, როგორც უკრაინა არის.

როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, გვახსოვს შეძახილები, რომ უკრაინა არა თუ ნატოს წევრი იქნება, უკრაინა იქნებოდა ნატოს წამყვანი სამხედრო კონტინგენტის მქონე ქვეყანა. მათ შორის გახსოვთ, რომ პირველ დღეებში, ომის დაწყებამდე, ზელენსკი გამოდიოდა და ამბობდა, ბოლოს და ბოლოს გვითხარით, გვიღებთ თუ არა ნატოში თქვით ღიად და მკაფიოდო, ვინაიდან ამ საკითხზე იყო დამოკიდებული მაშინ ომის დაწყება-არდაწყება. შემდეგ უნდოდათ ამისი დამალვა და მიფუჩეჩება, თითქოს არაფერ კავშირში არ იყო ომთან ნატოში წევრობა-არწევრობა, მაგრამ დღეს ყველა შეთანხმებული არის, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო ომი, იყო სწორედ ნატოს გაფართოების გეგმები აღმოსავლეთის მიმართულებით და დღეს ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში, ამ მიზნებისგან და ოცნებებისგან აღარაფერს ტოვებენ," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ბრიუსელის მხრიდან დათქმული ვადები და დაპირებები უნდობლობას იწვევს, რადგან რეალურად იკვეთება მცდელობები, რომ უკრაინა და სხვა კანდიდატი ქვეყნები სრულფასოვანი წევრობის ნაცვლად მეორეხარისხოვანი სტატუსით შემოიფარგლონ.

"შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში წევრობაც, რომელიც არ იდგა დღის წესრიგში 2022 წლის ომამდე, უცებ წამოვიდა დღის წესრიგში, უცებ ყველას დაჰპირდნენ, რომ იქნებოდა ევროკავშირის წევრი, უკრაინასაც დაჰპირდნენ, რომ ის სწრაფად და მოკლე ვადებში გახდებოდა ევროკავშირის წევრი, 2027 წლის პირველი იანვარიც კი იქნა დასახელებული ზოგიერთი პირის მხრიდან - მოდის პირველი იანვარი და ვხედავთ, რომ არავინ არ აპირებს ევროკავშირში მიღებას, ვხედავთ, უკვე აკეთებენ დათქმას, რომ ევროკავშირში თუ მიიღეს უკრაინა, მას ექნება შეზღუდვები სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ასევე ვხედავთ, რომ უი, თურმე ჩვენ ევროკავშირის სრულფასოვან წევრებად მიღებას კი არ გვიპირებენ, გვიპირებენ მეორეხარისხოვან წევრებად მიღებას. სწორედ ამ დღეებში გაიმართება დისკუსია, რომ იყოს კლასობრივი დაყოფა ევროკავშირში, იყვნენ პირველი კლასის წევრები და მეორე კლასის წევრები, რომლებსაც არ ექნებათ თანაბარი ხმის უფლება. სამწუხაროდ იმ ტენდენციაში, რომლის ეჭვიც გვაქვს, რომ ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, ყოველდღიურად ვრწმუნდებით," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში წევრობაც, რომელიც არ იდგა დღის წესრიგში 2022 წლის ომამდე, უცებ წამოვიდა დღის წესრიგში, უცებ ყველას დაჰპირდნენ, რომ იქნებოდა ევროკავშირის წევრი, უკრაინასაც დაჰპირდნენ, რომ ის სწრაფად და მოკლე ვადებში გახდებოდა ევროკავშირის წევრი, 2027 წლის პირველი იანვარიც კი იქნა დასახელებული ზოგიერთი პირის მხრიდან - მოდის პირველი იანვარი და ვხედავთ, რომ არავინ არ აპირებს ევროკავშირში მიღებას, ვხედავთ, უკვე აკეთებენ დათქმას, რომ ევროკავშირში თუ მიიღეს უკრაინა, მას ექნება შეზღუდვები სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ასევე ვხედავთ, რომ უი, თურმე ჩვენ ევროკავშირის სრულფასოვან წევრებად მიღებას კი არ გვიპირებენ, გვიპირებენ მეორეხარისხოვან წევრებად მიღებას. სწორედ ამ დღეებში გაიმართება დისკუსია, რომ იყოს კლასობრივი დაყოფა ევროკავშირში, იყვნენ პირველი კლასის წევრები და მეორე კლასის წევრები, რომლებსაც არ ექნებათ თანაბარი ხმის უფლება. სამწუხაროდ იმ ტენდენციაში, რომლის ეჭვიც გვაქვს, რომ ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, ყოველდღიურად ვრწმუნდებით,“
შალვა პაპუაშვილი
„ეს ჩვენ კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ არასდროს არ უნდა ვუღალატოთ ეროვნულ ინტერესებს და ეროვნულ ამოცანას ჩვენი ქვეყნისას, რომელიც ყოველთვის მდგომარეობს მშვიდობიან განვითარებაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და კეთილდღეობის ზრდაში. ახლა ხომ ჩანს, რომ როგორც კი სხვა მიზნებს გავაფეტიშებდით, დავაყენებდით ეროვნულ ამოცანებზე ზემოთ, საბოლოო ჯამში იმ მიზნებს, რომელიც ჩვენს ხელში არ არის - ნატოს წევრობა, ევროკავშირის წევრობა და ა.შ. რომელიც შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეატრიალონ როგორც უნდათ ისე, როგორც კი ჩვენ გავაფეტიშებთ ამ მიზნებს, ჩვენ საბოლოო ჯამში, მოწყვლადს ვქმნით ჩვენს ქვეყანას, ვანაცვალებთ ჩვენს ეროვნულ მიზნებს რაღაც სხვა მიზნებით, შემდეგ ეს მიზნები აღმოჩნდება, რომ ვის ხელშიც არის ამ მიზნების აღსრულება, გულგრილი ხდებიან ამის შესრულების მიმართ და საბოლოო ჯამში რჩება დანგრეული ქვეყანა, როგორც უკრაინა არის. როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, გვახსოვს შეძახილები, რომ უკრაინა არა თუ ნატოს წევრი იქნება, უკრაინა იქნებოდა ნატოს წამყვანი სამხედრო კონტინგენტის მქონე ქვეყანა. მათ შორის გახსოვთ, რომ პირველ დღეებში, ომის დაწყებამდე, ზელენსკი გამოდიოდა და ამბობდა, ბოლოს და ბოლოს გვითხარით, გვიღებთ თუ არა ნატოში თქვით ღიად და მკაფიოდო, ვინაიდან ამ საკითხზე იყო დამოკიდებული მაშინ ომის დაწყება-არდაწყება. შემდეგ უნდოდათ ამისი დამალვა და მიფუჩეჩება, თითქოს არაფერ კავშირში არ იყო ომთან ნატოში წევრობა-არწევრობა, მაგრამ დღეს ყველა შეთანხმებული არის, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო ომი, იყო სწორედ ნატოს გაფართოების გეგმები აღმოსავლეთის მიმართულებით და დღეს ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში, ამ მიზნებისგან და ოცნებებისგან აღარაფერს ტოვებენ,“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.