პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით სონღილაშვილი: საქართველო ბიომრავალფეროვნების სამიტზე ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი შედეგებით არის წარმოდგენილი

დავით სონღულაშვილის განცხადებით, საქართველოში დაცული ტერიტორიების წილი 22%-ია და 2030 წლისთვის 30%-მდე გაზრდა იგეგმება. მინისტრის მტკიცებით, ქვეყანა ბიომრავალფეროვნების სამიტზე ერთ-ერთი გამორჩეული შედეგებით არის წარმოდგენილი.

დავით სონღილაშვილი: საქართველო ბიომრავალფეროვნების სამიტზე ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი შედეგებით არის წარმოდგენილი
იმედინიუსი

„ამ კონფერენციას მთავარი გზავნილი არის, როგორ შეიძლება, რომ გადაწყვეტილებები აღსრულების ნაწილში მიეხმარონ მთავრობებს, შესაბამისად, ამ მიმართულებით მე ვფიქრობ, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული, გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია, შედეგებიც ხელშესახები გვაქვს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო ბიომრავალფეროვნების სამიტზე ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი შედეგებით არის წარმოდგენილი.

„პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვთქვათ დაცული ტერიტორიების ფართობების ზრდასთან დაკავშირებით, რაც საკმაოდ დინამიურად მიდის, 22 პროცენტი არის ჯამში და 2030 წლისთვის გვაქვს გეგმა რომ 30%-ზე ავიდეთ, მართვის მექანიზმები, რომელიც ჩვენ დავგეგმეთ და ცვლილებები განვახორციელეთ ამ მიმართულებით საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, აგრეთვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის მიღწევები რომელიც საქართველოს გააჩნია სახეობათა აღდგენის მიმართულებით ამ მიმართულებითაც საკმაოდ ხელს შესახების შედეგები გვაქვს და ჯამში მინდა ვთქვა, რომ საქართველო ბიომრავალფეროვნების სამიტზე ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი შედეგებით არის წარმოდგენილი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად, ერევანში, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მონაწილეობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 6
  1. იმედინიუსისამთავრობოდავით სონღულაშვილი: ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით საქართველოს განსაკუთრებულად მოწინავე პოზიციები აქვს
  2. რუსთავი 2სამთავრობოდავით სონღულაშვილი, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
  3. იმედინიუსისამთავრობოდავით სონღულაშვილი, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
  4. POSTVსამთავრობოდავით სონღულაშვილი, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
  5. რუსთავი 2სამთავრობოდავით სონღულაშვილი: საქართველო ბიომრავალფეროვნების სამიტზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული შედეგებით წარსდგა
  6. პირველი არხისამთავრობოდავით სონღულაშვილი – საქართველო ბიომრავალფეროვნების სამიტზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული შედეგებით წარსდგა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით სონღულაშვილი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის გენერალურ დირექტორს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები