პრემიერ-მინისტრი: „საქართველო კავკასიის ბიომრავალფეროვნების განსაკუთრებული მნიშვნელობის რეგიონში მდებარეობს და ეკოსისტემებისა და სახეობების გამორჩეული მრავალფეროვნებით ხასიათდება. საქართველოს მიდგომის საფუძველს სწორედ ამ ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა, ეკოლოგიური კავშირების შენარჩუნება და დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენა წარმოადგენს“
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი მილიონ ჰექტარს აღემატება, ქვეყანა კი მხარს უჭერს მიზანს, რომ 2030 წლისთვის ტერიტორიების სულ მცირე 30% დაცული იყოს. ამის შესახებ მან ერევანში, ბიომრავალფეროვნების საკითხებზე გამართულ COP17-ის სამიტზე განაცხადა.

„მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ ბიოლოგიური მრავალფეროვნების საკითხებზე ერევანში გამართულ ლიდერთა სამიტში. მსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და სომხეთის მთავრობას სამიტის ორგანიზებისთვის, რომელიც გვაერთიანებს თემაზე – „ლიდერები ბუნების დასაცავად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
„ეს სამიტი მნიშვნელოვან შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა და განვამტკიცოთ ერთობლივი ძალისხმევა ბუნების დაცვის მიმართულებით. 2030 წლის მოახლოებასთან ერთად, მთავარი კითხვა უკვე ის კი აღარ არის, თუ რაზე შევთანხმდით, არამედ ის, თუ რა შედეგებს ვაღწევთ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში.
ამ ამოცანის საგანგებო მნიშვნელობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოსთვის, რომელიც კავკასიის ბიომრავალფეროვნების განსაკუთრებული მნიშვნელობის რეგიონში მდებარეობს და ეკოსისტემებისა და სახეობების გამორჩეული მრავალფეროვნებით ხასიათდება. ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი ლანდშაფტი, რომელიც მაღალმთიან მასივებს, ვრცელ ტყეებსა და 26 000-ზე მეტ მდინარეს მოიცავს, ბუნებრივი ჰაბიტატების შენარჩუნებას ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად აქცევს. საქართველოს მიდგომის საფუძველს სწორედ ამ ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა, ეკოლოგიური კავშირების შენარჩუნება და დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენა წარმოადგენს.
„დღეისათვის საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი მილიონ ჰექტარს აღემატება, რაც ქვეყნის ტერიტორიის 15%-ზე მეტს შეადგენს.
ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო კონვენციების ფარგლებში დაცული ტერიტორიები კი, საერთო ჯამში, ქვეყნის სახმელეთო ტერიტორიის 23%-ს მოიცავს.
საქართველოს ბუნებრივმა მემკვიდრეობამ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა, მათ შორისაა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები, ასევე იუნესკოს ბიოსფერული რეზერვატები.
ეს მიღწევები მყარ საფუძველს ქმნის შემდგომი პროგრესისთვის. საქართველო მხარს უჭერს გლობალურ მიზანს, რომლის თანახმადაც, 2030 წლისთვის ხმელეთისა და საზღვაო ტერიტორიების სულ მცირე 30 პროცენტი დაცული უნდა იყოს. ამასთან, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ დაცული ტერიტორიების ეფექტიან მართვასა და გრძელვადიან დაცვას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
13 სტატიაპრემიერი: საქართველო კავკასიის ბიომრავალფეროვნების განსაკუთრებული მნიშვნელობის რეგიონში მდებარეობს და ეკოსისტემებისა და სახეობების გამორჩეული მრავალფეროვნებით ხასიათდება, საქართველოს მიდგომის საფუძველს სწორედ ამ ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა, ეკოლოგიური კავშირების შენარჩუნება და დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენა წარმოადგენს
ირაკლი კობახიძე: საქართველო კვლავაც ერთგულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, რათა დავიცვათ ბიომრავალფეროვნება, გავაძლიეროთ ბუნების დაცვის ძალისხმევა და უზრუნველვყოთ, რომ ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება დაკავშირებული იყოს მომავალი თაობების კეთილდღეობასთან
ირაკლი კობახიძე: გასული ათწლეულის განმავლობაში ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები 7 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე განხორციელდა, ხოლო 2030 წლისთვის ჩვენი მიზანია, მსგავსი სამუშაოები სულ მცირე 20 000 ჰექტარზე ჩავატაროთ, მნიშვნელოვან პროგრესს ვაღწევთ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური სახეობების აღდგენის მიმართულებითაც
ირაკლი კობახიძე: საქართველო კვლავაც ერთგულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, რათა დავიცვათ ბიომრავალფეროვნება, გავაძლიეროთ ბუნების დაცვის ძალისხმევა, რომ ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება დაკავშირებული იყოს მომავალი თაობების კეთილდღეობასთან
ირაკლი კობახიძე – საქართველო ერთგულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, რათა დავიცვათ ბიომრავალფეროვნება და უზრუნველვყოთ ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება
პრემიერი: ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებები 7 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე განხორციელდა, 2030 წლისთვის ჩვენი მიზანია, სამუშაოები სულ მცირე 20 000 ჰექტარზე ჩავატაროთ, პროგრესს ვაღწევთ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური სახეობების აღდგენის მიმართულებით
ირაკლი კობახიძე: „საქართველო კვლავაც ერთგულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, რათა დავიცვათ ბიომრავალფეროვნება, გავაძლიეროთ ბუნების დაცვის ძალისხმევა და უზრუნველვყოთ, რომ ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება დაკავშირებული იყოს მომავალი თაობების კეთილდღეობასთან“
ირაკლი კობახიძე - გასულ ათწლეულში, ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები 7 000 ჰექტარზე განხორციელდა, ხოლო 2030 წლისთვის ჩვენი მიზანია, სამუშაოები 20 000 ჰექტარზე ჩავატაროთ - მსოფლიოში აღწერილი ხორბლის 27 სახეობიდან 14 საქართველოშია
ირაკლი კობახიძე: “გასული ათწლეულის განმავლობაში ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები 7 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე განხორციელდა, ხოლო 2030 წლისთვის ჩვენი მიზანია, მსგავსი სამუშაოები, სულ მცირე, 20 000 ჰექტარზე ჩავატაროთ. მნიშვნელოვან პროგრესს ვაღწევთ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური სახეობების აღდგენის მიმართულებითაც”
ირაკლი კობახიძე – ერევანში ყურადღება გავამახვილე საქართველოს მდიდარ ბუნებრივ მემკვიდრეობაზე, ჩვენი მიზანია, ბიომრავალფეროვნების დაცვის გლობალური ვალდებულებები 2030 წლისთვის კონკრეტულ შედეგებად ვაქციოთ
პრემიერი: ერევანში გამართულ ბიომრავალფეროვნების ლიდერთა სამიტზე ყურადღება გავამახვილე საქართველოს მდიდარ ბუნებრივ მემკვიდრეობაზე. ჩვენი მიზანია, ბიომრავალფეროვნების დაცვის გლობალური ვალდებულებები 2030 წლისთვის კონკრეტულ შედეგებად ვაქციოთ
პრემიერი: ერევანში გამართულ ბიომრავალფეროვნების ლიდერთა სამიტზე ყურადღება გავამახვილე საქართველოს მდიდარ ბუნებრივ მემკვიდრეობაზე, ჩვენი მიზანია, ბიომრავალფეროვნების დაცვის გლობალური ვალდებულებები 2030 წლისთვის კონკრეტულ შედეგებად ვაქციოთ
ბიომრავალფეროვნების დაცვა, ეკონომიკური ზრდა და ორმხრივი შეხვედრები ერევანში - საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს კონფერენციას დაესწრო
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…