პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით სონღულაშვილი, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

გარემოს დაცვის მინისტრი დავით სონღულაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში გაეროს კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას. სონღულაშვილის განცხადებით, საქართველო ტერიტორიების 30%-მდე გაზრდის საერთაშორისო სამიზნე მაჩვენებელს 2036 წელზე უფრო ადრე და სწრაფად მიაღწევს.

დავით სონღულაშვილი, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
რუსთავი 2

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ერევანში, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

"ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენცია სამ წელიწადში ერთხელ ტარდება, ამიტომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საქართველოს ამ კუთხით მოწინავე პოზიციები აქვს. საერთაშორისო სტანდარტით მიღებული მაჩვენებელი მიზნად ისახავს 2036 წლისთვის ტერიტორიების 30%-მდე ზრდას, თუმცა ამ სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას ჩვენ უფრო ადრე და სწრაფად შევძლებთ. ასევე მნიშვნელოვანია გადაშენების პირას მყოფი ცხოველების აღდგენისა და ტყის მართვის მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებები.

ჯამში, გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები საერთაშორისო სტანდარტების კუთხით გამორჩეული და მოწინავეა“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 6
  1. იმედინიუსისამთავრობოდავით სონღულაშვილი: ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით საქართველოს განსაკუთრებულად მოწინავე პოზიციები აქვს
  2. იმედინიუსისამთავრობოდავით სონღულაშვილი, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
  3. POSTVსამთავრობოდავით სონღულაშვილი, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
  4. იმედინიუსისამთავრობოდავით სონღილაშვილი: საქართველო ბიომრავალფეროვნების სამიტზე ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი შედეგებით არის წარმოდგენილი
  5. რუსთავი 2სამთავრობოდავით სონღულაშვილი: საქართველო ბიომრავალფეროვნების სამიტზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული შედეგებით წარსდგა
  6. პირველი არხისამთავრობოდავით სონღულაშვილი – საქართველო ბიომრავალფეროვნების სამიტზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული შედეგებით წარსდგა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დავით სონღულაშვილი სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები