დავით სონღულაშვილი, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
დავით სონღულაშვილი ირაკლი კობახიძესთან ერთად ერევანში გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა 2036 წლის სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას უფრო სწრაფად შეძლებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ერევანში, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
„ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენცია სამ წელიწადში ერთხელ ტარდება, ამიტომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
საქართველოს ამ კუთხით მოწინავე პოზიციები აქვს. საერთაშორისო სტანდარტით მიღებული მაჩვენებელი მიზნად ისახავს 2036 წლისთვის ტერიტორიების 30%-მდე ზრდას, თუმცა ამ სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას ჩვენ უფრო ადრე და სწრაფად შევძლებთ. ასევე მნიშვნელოვანია გადაშენების პირას მყოფი ცხოველების აღდგენისა და ტყისმართვის მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებები.
ჯამში, გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები საერთაშორისო სტანდარტების კუთხით გამორჩეული და მოწინავეა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ინფომაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიადავით სონღულაშვილი: ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით საქართველოს განსაკუთრებულად მოწინავე პოზიციები აქვს
დავით სონღულაშვილი, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
დავით სონღულაშვილი, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
დავით სონღილაშვილი: საქართველო ბიომრავალფეროვნების სამიტზე ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი შედეგებით არის წარმოდგენილი
დავით სონღულაშვილი: საქართველო ბიომრავალფეროვნების სამიტზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული შედეგებით წარსდგა
დავით სონღულაშვილი – საქართველო ბიომრავალფეროვნების სამიტზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული შედეგებით წარსდგა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…