პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: როდესაც ოცნებობ იმაზე, რომ დაისაჯოს შენი ქვეყანა და არა მარტო ოცნებობ, ამისათვის ცდილობ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, ეს არის ღალატის ძალიან მკაფიო გამოხატულება

საკონსტიტუციო სასამართლო

ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ქმედებებს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ღალატი უწოდა და განაცხადა, რომ მათი განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების ასაკრძალად წარდგენილ სარჩელს დაეხმარება.

როდესაც ოცნებობ იმაზე, რომ დაისაჯოს შენი ქვეყანა და არა მარტო ოცნებობ ამისათვის ცდილობ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, ეს არის ღალატის ძალიან მკაფიო გამოხატულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი რადიკალური ოპოზიციის საქმიანობა თავისი არსით არის არაკონსტიტუციური, არის მტრული საკუთარი ქვეყნის მიმართ, ემსახურება კონსტიტუციური წყობილების შეცვლას.

პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომელიც ევროკავშირის მიერ სანქციების იანვრამდე გადაწევის გადაწყვეტილებას შეეხებოდა.

"ეს ადამიანები ვერ მალავენ საკუთარ მტრულ დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ და ეს განცხადებაც არის ამისი მორიგი გამოხატულება. როდესაც ოცნებობ იმაზე, რომ დაისაჯოს შენი ქვეყანა და არა მარტო ოცნებობ ამისათვის ცდილობ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, ეს არის ღალატის ძალიან მკაფიო გამოხატულება. ასეთი განცხადებები დამატებით დაგვეხმარება ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში, როდესაც წარვადგენთ ჩვენს სარჩელს ამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. მთელი მათი საქმიანობა თავისი არსით არის არაკონსტიტუციური, არის მტრული საკუთარი ქვეყნის მიმართ, ემსახურება კონსტიტუციური წყობილების შეცვლას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ასეთი განცხადებები დამატებით დახმარებას გაგვიწევს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: “როდესაც ოცნებობ იმაზე, რომ დაისაჯოს შენი ქვეყანა და, არა მარტო ოცნებობ – ამისათვის ცდილობ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, ეს არის ღალატის ძალიან მკაფიო გამოხატულება”
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე - როცა ოცნებობ, რომ დაისაჯოს შენი ქვეყანა და არა მარტო ოცნებობ, ცდილობ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, ეს არის ღალატის გამოხატულება - ასეთი განცხადებები დაგვეხმარება საკონსტიტუციო სასამართლოში
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა და ამ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა, უცხოური აგენტურის ადგილი ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში არ არისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები