პრემიერი: მიხარია, რომ პარტიები ყოველდღიურად წარადგენენ ახალ-ახალ მტკიცებულებებს მათ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით - ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში დაკავებულები იყვნენ საბოტაჟით, მათ გარისკეს და რისკი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები წლების განმავლობაში საბოტაჟითა და კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობით იყვნენ დაკავებული, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
მიხარია, რომ ყოველდღიურად პოლიტიკური პარტიები წარადგენენ ახალ-ახალ მტკიცებულებებს მათ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პოლიტიკური პარტიები მთელი ამ წლების განმავლობაში დაკავებულები იყვნენ საბოტაჟით სახელმწიფოს და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ.
„მიხარია, რომ ყოველდღიურად ეს პოლიტიკური პარტიები წარადგენენ ახალ-ახალ მტკიცებულებებს მათ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ისინი ყოველდღიურად სთავაზობენ საზოგადოებას და საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მტკიცებულებებს, იმისათვის, რომ ისინი იყვნენ აღიარებულები არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებად. ყველაფერი დევს ხელისგულზე, ყველაფერი არის ძალიან ცხადი. ეს პოლიტიკური პარტიები მთელი ამ წლების განმავლობაში დაკავებულები იყვნენ საბოტაჟით სახელმწიფოს წინააღმდეგ, კონსტიტუციური წყობილების საბოტაჟით იყვნენ დაკავებულები. მათ მოინდომეს, მათ გარისკეს და რისკი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. როდესაც შენ რისკავ და რისკის ხარჯზე ცდილობ კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, ეს უპასუხოდ არ უნდა დარჩეს და პასუხი უნდა გაეცეს ამ ყველაფერს საკონსტიტუციო სასამართლოში“, - განაცხადა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…