ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთებული განცხადებებით მხოლოდ და მხოლოდ ამყარებენ სარჩელს - მათი პასუხები არის სრულიად არადამაჯერებელი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები და ვერაფერს უპირისპირებენ დასაბუთებულ სარჩელს

საკონსტიტუციო სასამართლოკოალიცია ცვლილებისთვის

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთებული არადამაჯერებელი განცხადებებით თავადვე ამყარებენ სარჩელს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს, ის უცხოური აგენტურაა და მისი ადგილი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში არ არის.

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთებული განცხადებებით მხოლოდ და მხოლოდ ამყარებენ სარჩელს - მათი პასუხები არის სრულიად არადამაჯერებელი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები და ვერაფერს უპირისპირებენ დასაბუთებულ სარჩელს
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთებული განცხადებებით მხოლოდ და მხოლოდ ამყარებენ სარჩელს - მათი პასუხები არის სრულიად არადამაჯერებელი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები და ვერაფერს უპირისპირებენ დასაბუთებულ სარჩელსინტერპრესნიუსი

მათი [ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების] პასუხები და თითოეული მათგანი არის სრულიად არადამაჯერებელი, მარტივი მშრალი პოლიტიკური განცხადებებია, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, სარჩელში დასაბუთებულია, რომ ოპოზიციური პარტიები 2003 წლიდან არიან მხოლოდ დაკავებულები „საბოტაჟით ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“.

„სასამართლო პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართება. ერთი მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელე მხარემ ძალიან დასაბუთებული სარჩელი წარადგინა, ძალიან საინტერესო იყო მის გარშემო მსჯელობაც. მეორე მხარეს, კი ვხედავთ აბსოლუტურად არასწორ დროის გაწელვის ტაქტიკას, ამასაც აქვს ერთი მარტივი ახსნა, რომ სინამდვილეში საპასუხო არაფერი აქვთ. თქვენ მოისმინეთ, ალბათ მათი [ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების] პასუხები და თითოეული მათგანი არის სრულიად არადამაჯერებელი, მარტივი მშრალი პოლიტიკური განცხადებები არის, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს, რომელშიც აღწერილია ერთადერთი რამ, ეს პოლიტიკური პარტიები მთელი ამ დროის განმავლობაში, დაწყებული 2003 წლიდან არიან დაკავებულები მხოლოდ საბოტაჟით ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მათი გამუდმებული ზრუნვის საგანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, ამას ისინი აკეთებენ ქმედითი მცდელობებით, რაც ძალიან თვალსაჩინოა. ეს არის სარჩლშიც აღწერილი და რა თქმა უნდა, ძნელია რაიმე ხელშესახების დაპირისპირება იმისთვის რაც ფაქტია“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების გაქრობის შესახებ, კობახიძემ განაცხადა, რომ „დღეს საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს, არამედ არის უცხოური აგენტურა“.

„ოპოზიცია შეიქმნება ქვეყანაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ამ სარჩელს. დღეს საქართველოში არ არსებობს ოპოზიცია, კი მოვიხსენიებთ ხან ოპოზიციად, ხან რადიკალურ ოპოზიციად, თუმცა სინამდვილეში მთავარია ფაქტია ის, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს, არამედ არის უცხოური აგენტურა - საქართველო აგენტურის გარეშე! ესაა ჩვენი სლოგანი, ჩვენ ვაუქმებთ უცხოურ აგენტურას ქართულ პოლიტიკაში, ჩვენ დემოკრატიულ სისტემაში არ შეიძლება უცხოური აგენტურის ადგილი იყოს. საქართველოში უნდა არსებობდეს პოლიტიკური პარტიები, შეიძლება ეს იყოს მმართველი ან ოპოზიციური, მაგრამ თითოეული უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, რომელიც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს ემსახურება. უცხოური აგენტურის ადგილი ქართულ პოლიტიკასა და ჩვენ სისტემაში არ არის. ეს არის არაკონსტიტუციური ხუთიანი, რომელიც სინამდვილეში ერთი პარტიაა და ამ პარტიას ჰქვია - უცხოური აგენტურა. თუ ვინმე ან რამე შეიძლება გაუქმდეს ამ პროცესის საფუძველზე, ეს არის უცხოური აგენტურა.

მათი პროცესის მიმდინარეობისას გაკეთებული განცხადებებით კი მხოლოდ და მხოლოდ ამყარებენ სარჩელს. ასევე გავიხსენებ განცხადებას ერთიანი ორგანიზმის შესახებ, რომელიც გვარამიამ გააკეთა, ესეც ძალიან საინტერესო განცხადება იყო, რომელიც მოსარჩელეს სარჩელში ძალიან გამოადგება. რეალურად საკუთარი გამოსვლებით ისინი სარჩელს კიდევ უფრო მეტად ამყარებენ. აქედან გამომდინარე, ოპოზიციაში არის გარკვეული შიდა მოსაზრებები, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოში არ უნდა წასულიყვნენ, მე ამას დავეთანხმებოდი, რადგან ძალიან ბევრი რამე თქვეს სარჩელის გასამყარებლად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ მინისტრი ასევე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილი ბიუჯეტს გადასახადებს არ უხდის.

„ყველამ იცის, რომ ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი და არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ გვარამიას განცხადებებზე, უბრალოდ არასერიოზულია ასეთი განცხადებები. ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ, თუმცა საბოლოო ჯამში საზოგადოება ხედავს რამდენად მყარია ეს სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოშია წარდგენილი“, - განაცხადა კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: მშრალი პოლიტიკური განცხადებებია, ვერაფერს უპირისპირებენ დასაბუთებულ სარჩელს, სადაც აღწერილია რომ ეს პარტიები, 2003 წლიდან, არიან დაკავებულები საბოტაჟით ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ
  2. POSTVსამთავრობოპრემიერი: “არის გარკვეული შიდა მოსაზრებები ოპოზიციაში იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა წასულიყვნენ ეს პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოში. მე ამას დავეთანხმებოდი. იმდენი რამე თქვეს სარჩელის გასამყარებლად, რომ მათთვის ნამდვილად კონტრპროდუქტიულია საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომებზე დასწრება”
  3. POSTVსამთავრობოპრემიერი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის შესახებ: “არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს, სადაც აღწერილია ერთადერთი რამ – რომ ეს პოლიტიკური პარტიები, მთელი ამ დროის განმავლობაში, დაწყებული 2003 წლიდან, არიან დაკავებულები მხოლოდ და მხოლოდ საბოტაჟით ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ”
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სასამართლო პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართება. ერთი მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელე მხარემ ძალიან დასაბუთებული სარჩელი წარადგინა, ძალიან საინტერესო იყო მის გარშემო მსჯელობაც. მეორე მხარეს, კი ვხედავთ აბსოლუტურად არასწორ დროის გაწელვის ტაქტიკას, ამასაც აქვს ერთი მარტივი ახსნა, რომ სინამდვილეში საპასუხო არაფერი აქვთ. თქვენ მოისმინეთ, ალბათ მათი [ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების] პასუხები და თითოეული მათგანი არის სრულიად არადამაჯერებელი, მარტივი მშრალი პოლიტიკური განცხადებები არის, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს, რომელშიც აღწერილია ერთადერთი რამ, ეს პოლიტიკური პარტიები მთელი ამ დროის განმავლობაში, დაწყებული 2003 წლიდან არიან დაკავებულები მხოლოდ საბოტაჟით ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მათი გამუდმებული ზრუნვის საგანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, ამას ისინი აკეთებენ ქმედითი მცდელობებით, რაც ძალიან თვალსაჩინოა. ეს არის სარჩლშიც აღწერილი და რა თქმა უნდა, ძნელია რაიმე ხელშესახების დაპირისპირება იმისთვის რაც ფაქტია“
„დღეს საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს, არამედ არის უცხოური აგენტურა“
„ყველამ იცის, რომ ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი და არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ გვარამიას განცხადებებზე, უბრალოდ არასერიოზულია ასეთი განცხადებები. ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ, თუმცა საბოლოო ჯამში საზოგადოება ხედავს რამდენად მყარია ეს სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოშია წარდგენილი“
„ოპოზიცია შეიქმნება ქვეყანაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ამ სარჩელს. დღეს საქართველოში არ არსებობს ოპოზიცია, კი მოვიხსენიებთ ხან ოპოზიციად, ხან რადიკალურ ოპოზიციად, თუმცა სინამდვილეში მთავარია ფაქტია ის, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს, არამედ არის უცხოური აგენტურა - საქართველო აგენტურის გარეშე! ესაა ჩვენი სლოგანი, ჩვენ ვაუქმებთ უცხოურ აგენტურას ქართულ პოლიტიკაში, ჩვენ დემოკრატიულ სისტემაში არ შეიძლება უცხოური აგენტურის ადგილი იყოს. საქართველოში უნდა არსებობდეს პოლიტიკური პარტიები, შეიძლება ეს იყოს მმართველი ან ოპოზიციური, მაგრამ თითოეული უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, რომელიც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს ემსახურება. უცხოური აგენტურის ადგილი ქართულ პოლიტიკასა და ჩვენ სისტემაში არ არის. ეს არის არაკონსტიტუციური ხუთიანი, რომელიც სინამდვილეში ერთი პარტიაა და ამ პარტიას ჰქვია - უცხოური აგენტურა. თუ ვინმე ან რამე შეიძლება გაუქმდეს ამ პროცესის საფუძველზე, ეს არის უცხოური აგენტურა. მათი პროცესის მიმდინარეობისას გაკეთებული განცხადებებით კი მხოლოდ და მხოლოდ ამყარებენ სარჩელს. ასევე გავიხსენებ განცხადებას ერთიანი ორგანიზმის შესახებ, რომელიც გვარამიამ გააკეთა, ესეც ძალიან საინტერესო განცხადება იყო, რომელიც მოსარჩელეს სარჩელში ძალიან გამოადგება. რეალურად საკუთარი გამოსვლებით ისინი სარჩელს კიდევ უფრო მეტად ამყარებენ. აქედან გამომდინარე, ოპოზიციაში არის გარკვეული შიდა მოსაზრებები, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოში არ უნდა წასულიყვნენ, მე ამას დავეთანხმებოდი, რადგან ძალიან ბევრი რამე თქვეს სარჩელის გასამყარებლად“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: არაკონსტიტუციური ხუთიანი არის სინამდვილეში ერთი პოლიტიკური პარტია და ამ პოლიტიკურ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა, ამას ჰქვია მეხუთე კოლონა, როდესაც ასეთ პოლიტიკურ სუბიექტს ესარჩლებიან ქვეყნის გარედან, ეს თავისთავად მეტყველებს იმ მხარეზე, რომელიც არის ამ გამოსარჩლების ავტორიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები