ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთმა ოდესა რეაქტიული დრონით დაბომბა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესას რეაქტიული დრონით შეუტია, რის შედეგადაც მაღაზია დაზიანდა და სამი ადამიანი დაშავდა - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

რუსეთმა ოდესა რეაქტიული დრონით დაბომბა
რუსეთმა ოდესა რეაქტიული დრონით დაბომბაიმედინიუსი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესას რეაქტიული დრონით შეუტია. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

„რუსეთის მიერ ოდესის ოლქში ჩვეულებრივ მაღაზიაზე რეაქტიული „შაჰედით“ განხორციელებული საშინელი დარტყმა. რუსეთი სისხლიან ტერორს აგრძელებს. მაღაზია ნაწილობრივ დანგრეულია, დაზიანებულია ავტომობილები. სამი ადამიანი დაშავდა. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს და დაშავებულებს დახმარებას უწევს.

მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორები თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში გვეხმარებოდნენ. საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, ენერგეტიკული ობიექტები და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად მუდმივად იბომბება. არც ერთი საათი არ არის სიწყნარე“, - დაწერა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში არის რუსეთის რეაქცია სიგნალზე, რომელიც ამერიკისგან მიიღო.

„სამწუხაროდ, ეს სახიფათო სიგნალებია, რომლებიც შესაძლოა სანქციების შემდგომ შემსუბუქებას უკავშირდებოდეს. ეს სანქციები მსოფლიომ, ამერიკამ, ევროპამ და ჩვენმა პარტნიორებმა დააწესეს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისა და ჩვენს წინააღმდეგ ომის გამო.

არაფერი შეცვლილა, ომი არ შეჩერებულა. სანქციები არ უნდა მოიხსნას. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ხოცვა-ჟლეტა, რომელიც თავად დაიწყო და უკვე 1695 დღეა აგრძელებს. მკვლელობისთვის დამატებითი თანხების მიღება ამას ხელს არ შეუწყობს. საჭიროა ძალა, ხოლო ამერიკა რუსეთის ტერორზე ძლიერია“, - დასძინა მან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რუსეთის მიერ ოდესის ოლქში ჩვეულებრივ მაღაზიაზე რეაქტიული „შაჰედით“ განხორციელებული საშინელი დარტყმა. რუსეთი სისხლიან ტერორს აგრძელებს. მაღაზია ნაწილობრივ დანგრეულია, დაზიანებულია ავტომობილები. სამი ადამიანი დაშავდა. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს და დაშავებულებს დახმარებას უწევს. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორები თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში გვეხმარებოდნენ. საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, ენერგეტიკული ობიექტები და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად მუდმივად იბომბება. არც ერთი საათი არ არის სიწყნარე“
ვოლოდიმირ ზელენსკი
„სამწუხაროდ, ეს სახიფათო სიგნალებია, რომლებიც შესაძლოა სანქციების შემდგომ შემსუბუქებას უკავშირდებოდეს. ეს სანქციები მსოფლიომ, ამერიკამ, ევროპამ და ჩვენმა პარტნიორებმა დააწესეს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისა და ჩვენს წინააღმდეგ ომის გამო. არაფერი შეცვლილა, ომი არ შეჩერებულა. სანქციები არ უნდა მოიხსნას. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ხოცვა-ჟლეტა, რომელიც თავად დაიწყო და უკვე 1695 დღეა აგრძელებს. მკვლელობისთვის დამატებითი თანხების მიღება ამას ხელს არ შეუწყობს. საჭიროა ძალა, ხოლო ამერიკა რუსეთის ტერორზე ძლიერია“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი ბერნემთან შეხვედრამდე: საჭიროა მოსკოვის არა დარწმუნება, არამედ იძულება, რომ გაჩერდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები