ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაზე დარტყმაზე - თუ რუსეთზე გლობალური ზეწოლა არ გაიზრდება და უკრაინა რეალურ მხარდაჭერას არ მიიღებს, რუსეთს არ ექნება არანაირი საფუძველი, შეამციროს ესკალაცია და ნაბიჯი მშვიდობისკენ გადადგას
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთზე გლობალური ზეწოლის გაზრდისა და უკრაინის რეალური მხარდაჭერის გარეშე, მოსკოვს დეესკალაციისა და მშვიდობისკენ ნაბიჯის გადადგმის საფუძველი არ ექნება.

ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რა სურთ სინამდვილეში რუსებს და როგორ უყურებენ ისინი დიპლომატიურ ძალისხმევას, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ ოდესაზე განხორციელებულ დარტყმას.
მისი ინფორმაციით, ოდესაში რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად დაზარალებულებს დახმარებას უწევენ. მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილზე მაშველები და პოლიციელები მივიდნენ, რუსებმა განმეორებითი დარტყმები განახორციელეს. „შაჰედებმა“ ოდესის ცენტრს - საცხოვრებელ უბანს დაარტყა. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები. ადგილზე თავდასხმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ეს არის სასტიკი და მიზანმიმართული თავდასხმა უშუალოდ ადამიანებზე, თავად სიცოცხლეზე. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რა სურთ სინამდვილეში რუსებს და როგორ უყურებენ ისინი დიპლომატიურ ძალისხმევას. თუ რუსეთზე გლობალური ზეწოლა არ გაიზრდება და უკრაინა რეალურ მხარდაჭერას არ მიიღებს, რუსეთს არ ექნება არანაირი საფუძველი, შეამციროს ესკალაცია და ნაბიჯი მშვიდობისკენ გადადგას. ისინი, ვისაც მშვიდობაზე მოლაპარაკება სურს, მკვლელობებს არ აძლიერებენ”, - წერს ზელენსკი.
მისი თქმით, უკრაინა ამზადებს ახალ გადაწყვეტილებებს უკრაინის დასაცავად, მხარდაჭერის ახალ პაკეტებსა და პარტნიორებთან ერთად გადასადგმელ ახალ ნაბიჯებს დიპლომატიის მხარდასაჭერად.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…