ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკი: სამწუხაროა, რომ ვკარგავთ ძლიერ პარტნიორს - მტკივნეულია, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი გადადის სხვა მხარეს, არ ვიცი, ვინ უბიძგებს მას არასწორი მიმართულებით, ეს არ არის ისტორიის სწორი მხარე

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის სახით უკრაინა ძლიერ პარტნიორს კარგავს და მტკივნეულია დონალდ ტრამპის გადასვლა სხვა მხარეს, რაც ისტორიის სწორი მხარე არ არის. ზელენსკიმ ილონ მასკის მიერ Starlink-ის შეზღუდვასაც შეცდომა უწოდა.

ზელენსკი: სამწუხაროა, რომ ვკარგავთ ძლიერ პარტნიორს - მტკივნეულია, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი გადადის სხვა მხარეს, არ ვიცი, ვინ უბიძგებს მას არასწორი მიმართულებით, ეს არ არის ისტორიის სწორი მხარე
ზელენსკი: სამწუხაროა, რომ ვკარგავთ ძლიერ პარტნიორს - მტკივნეულია, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი გადადის სხვა მხარეს, არ ვიცი, ვინ უბიძგებს მას არასწორი მიმართულებით, ეს არ არის ისტორიის სწორი მხარეიმედინიუსი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მრჩევლები ცდებიან და „მტკივნეულია“, როდესაც ის სხვა მხარეს ირჩევს.

გადაცემაში Piers Morgan Uncensored, ზელენსკის ჰკითხეს, გრძნობს თუ არა ღალატს ბოლო დროს მომხდარის გამო - კერძოდ, აშშ-ის მიერ რუსეთთან დადებული „დიზელის შეთანხმებისა“ და „ენერგეტიკული ზავის“ გამო.

„დიახ, ვგრძნობ, მაგრამ, ვგულისხმობ, სიტუაცია ოდნავ უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ ჩემი ემოციები ან გრძნობები. დიახ, ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩემზე. ვგულისხმობ, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გადარჩეს“, - უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა.

მას ასევე ჰკითხეს, როგორი იყო მისი რეაქცია იმ ფაქტზე, რომ ტრამპმა და კრემლის ლიდერმა მიაღწიეს შეთანხმებას ამერიკულ და გლობალურ ბაზრებზე რუსული დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ.

„სამწუხაროა, რომ ვკარგავთ ძლიერ პარტნიორს. ეს ჩემი აზრია“, - უპასუხა ზელენსკიმ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ უკრაინა „კარგავს“ აშშ-ს, ზელენსკიმ უპასუხა: „დიახ“.

„დიახ. მაგრამ არა ჩვენ გამო. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ სუსტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ შევძლებთ გადარჩენას. ჩვენ არ ვყიდით ჩვენს ქვეყანას. ჩვენთვის ეს ბიზნესი არ არის. ეს ჩვენი ცხოვრებაა. ეს ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი სხეული, ჩვენი სახლი, ჩვენი შვილები. და ეს ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ არის მტკივნეული, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი გადადის სხვა მხარეს - არა ჩვენს მხარეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა წინააღმდეგი არ არის, ტრამპი „შუამავლად დარჩეს“.

„მაგრამ თუ შუაში ხარ, მაშინ შუაში უნდა დარჩე და არა არასწორ მხარეზე გადახვიდე. მიმაჩნია, რომ მისი მრჩევლები ცდებიან. არ ვიცი, ვინ უბიძგებს მას არასწორი მიმართულებით. ეს არ არის ისტორიის სწორი მხარე“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ილონ მასკის გადაწყვეტილება, შეეზღუდა Starlink-ის მუშაობა უკრაინისთვის, იყო შეცდომა, რომელიც ადამიანების მსხვერპლს გამოიწვევს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დიახ, ვგრძნობ, მაგრამ, ვგულისხმობ, სიტუაცია ოდნავ უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ ჩემი ემოციები ან გრძნობები. დიახ, ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩემზე. ვგულისხმობ, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გადარჩეს“
„სამწუხაროა, რომ ვკარგავთ ძლიერ პარტნიორს. ეს ჩემი აზრია“
ზელენსკიმ
„დიახ. მაგრამ არა ჩვენ გამო. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ სუსტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ შევძლებთ გადარჩენას. ჩვენ არ ვყიდით ჩვენს ქვეყანას. ჩვენთვის ეს ბიზნესი არ არის. ეს ჩვენი ცხოვრებაა. ეს ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი სხეული, ჩვენი სახლი, ჩვენი შვილები. და ეს ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ არის მტკივნეული, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი გადადის სხვა მხარეს - არა ჩვენს მხარეს“
ზელენსკიმ
„მაგრამ თუ შუაში ხარ, მაშინ შუაში უნდა დარჩე და არა არასწორ მხარეზე გადახვიდე. მიმაჩნია, რომ მისი მრჩევლები ცდებიან. არ ვიცი, ვინ უბიძგებს მას არასწორი მიმართულებით. ეს არ არის ისტორიის სწორი მხარე“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?