ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკი მასკს Starlink-ის შეზღუდვის გამო მიმართავს და შესაძლო მსხვერპლის შესახებ აფრთხილებს

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში Starlink-ის შეზღუდვა დიდი შეცდომაა და ადამიანურ მსხვერპლს მოიტანს. მან ილონ მასკს მიმართა და მოითხოვა, თანამგზავრულ კავშირს სრული სიმძლავრე დაუბრუნდეს.

ზელენსკი მასკს Starlink-ის შეზღუდვის გამო მიმართავს და შესაძლო მსხვერპლის შესახებ აფრთხილებს
ზელენსკი მასკს Starlink-ის შეზღუდვის გამო მიმართავს და შესაძლო მსხვერპლის შესახებ აფრთხილებსიმედინიუსი

უკრაინას სასიცოცხლოდ ესაჭიროება მაღალი ხარისხის Starlink-ის თანამგზავრული კავშირი, მის გარეშე რთულია ადამიანების დაცვა რუსული თავდასხმებისგან - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტ პირს მორგანისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას ილონ მასკის კომპანიის მხრიდან უკრაინაში Starlink-ის სიჩქარის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

„თუ Starlink-ის სიჩქარის დაკარგვასთან გვაქვს საქმე, ჩვენ ვხვდებით, რაც ხდება. ესე იგი, მათ ის გამორთეს. ეს მათი გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა მან.

ზელენსკიმ ილონ მასკს მიმართა და ეს ქმედებები არასწორად შეაფასა.

„ეს დიდი შეცდომაა. უამრავი დანაკარგი. ეს გადაწყვეტილება ადამიანურ მსხვერპლს მოიტანს. რა თქმა უნდა, ადამიანები დაიღუპებიან. თუ თავდასხმები გაგრძელდება და Starlink-ი არ იმუშავებს, აუცილებლად. ვგულისხმობ, რომ ეს არ არის დამხმარე ფაქტორი“, - აღნიშნა მან.

მან იმედი გამოთქვა, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური შეცდომაა და მოითხოვა, რომ თანამგზავრულ კავშირს სრული სიმძლავრე დაუბრუნდეს.

„აბსოლუტურად, ვიმედოვნებ, რომ ეს შეცდომაა. შესაძლოა, უზარმაზარი ტექნიკური პრობლემაა, არ ვიცი. მაგრამ ჩვენ ვითხოვთ მის ჩართვას და ვფიქრობ, ასეც იქნება“, - დააკონკრეტა მან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თუ Starlink-ის სიჩქარის დაკარგვასთან გვაქვს საქმე, ჩვენ ვხვდებით, რაც ხდება. ესე იგი, მათ ის გამორთეს. ეს მათი გადაწყვეტილებაა“
„ეს დიდი შეცდომაა. უამრავი დანაკარგი. ეს გადაწყვეტილება ადამიანურ მსხვერპლს მოიტანს. რა თქმა უნდა, ადამიანები დაიღუპებიან. თუ თავდასხმები გაგრძელდება და Starlink-ი არ იმუშავებს, აუცილებლად. ვგულისხმობ, რომ ეს არ არის დამხმარე ფაქტორი“
„აბსოლუტურად, ვიმედოვნებ, რომ ეს შეცდომაა. შესაძლოა, უზარმაზარი ტექნიკური პრობლემაა, არ ვიცი. მაგრამ ჩვენ ვითხოვთ მის ჩართვას და ვფიქრობ, ასეც იქნება“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?