პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"არ ვიცი, ვინ უბიძგებს მას არასწორი მიმართულებისკენ, მაგრამ ეს არ არის ისტორიის სწორი მხარე" - ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის შესახებ

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა აშშ-ის სახით ძლიერ პარტნიორს კარგავს, ილონ მასკის მიერ „სტარლინკის“ გათიშვა კი მძიმე შეცდომაა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვება. მისი თქმით, დონალდ ტრამპს მრჩევლები არასწორი მიმართულებისკენ უბიძგებენ.

"არ ვიცი, ვინ უბიძგებს მას არასწორი მიმართულებისკენ, მაგრამ ეს არ არის ისტორიის სწორი მხარე" - ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის შესახებ
რუსთავი 2

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბრიტანელი ჟურნალისტის, პირს მორგანის გადაცემაში აშშ-ის მხარდაჭერის შესუსტებაზე, დონალდ ტრამპის ნეიტრალურ პოზიციაზე და სატელიტური სისტემა "სტარლინკის" შეფერხებით გამოწვეულ საფრთხეებზე ისაუბრა.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ძლიერ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს კარგავს და ეს კიევის მიზეზით არ ხდება.

"ჩვენ არ გვაქვს სისუსტის უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გადავრჩებით. ჩვენ ქვეყანას არ ვყიდით, ეს ჩვენთვის ბიზნესი არ არის. მთავარი ამოცანა სახელმწიფოს გადარჩენაა", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ოფიციალური კიევისთვის მისაღებია შუამავლის ნეიტრალური სტატუსი იმ პირობით, თუ ეს ნეიტრალიტეტი რეალურად იქნება დაცული. ზელენსკი მიიჩნევს, რომ ტრამპს მისი გარემოცვა მცდარი ნაბიჯებისკენ უბიძგებს.

"ჩვენთვის მისაღებია, რომ ის ნეიტრალურ პოზიციას იჭერს, მაგრამ თუ შუაში დგახარ, ბოლომდე შუაში უნდა დარჩე და არა მცდარ მხარეს. ვფიქრობ, მისი მრჩევლები ცდებიან. არ ვიცი, ვინ უბიძგებს მას არასწორი მიმართულებისკენ, მაგრამ ეს არ არის ისტორიის სწორი მხარე", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ "სტარლინკის" სისტემის გათიშვასთან დაკავშირებით ილონ მასკის გადაწყვეტილებას მძიმე შეცდომა უწოდა და განმარტა, რომ საომარი მოქმედებების დროს კავშირგაბმულობის შეფერხება მსხვერპლს იწვევს. ზელენსკი მასკს სისტემის ჩართვისკენ მოუწოდებს.

"ეს დიდი შეცდომაა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვება. თუ თავდასხმები გაგრძელდება და „სტარლინკი“ არ იმუშავებს, ხალხი დაიღუპება. ვიმედოვნებ, ეს მხოლოდ შეცდომაა ან მასშტაბური ტექნიკური ხარვეზი. ჩვენი მოთხოვნაა სისტემის ჩართვა - ეს იქნება კეთილსინდისიერი, სამართლიანი და პარტნიორული გადაწყვეტილება", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ლუკა ჩლაიძე

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოზელენსკი: სამწუხაროა, რომ ვკარგავთ ძლიერ პარტნიორს - მტკივნეულია, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი გადადის სხვა მხარეს, არ ვიცი, ვინ უბიძგებს მას არასწორი მიმართულებით, ეს არ არის ისტორიის სწორი მხარე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი მასკს Starlink-ის შეზღუდვის გამო მიმართავს და შესაძლო მსხვერპლის შესახებ აფრთხილებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები