ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ეს ისტორიის არასწორი მხარეა” - ზელენსკი ტრამპის ბოლო გადაწყვეტილებებზე

ზელენსკიმ დონალდ ტრამპის მიერ რუსულ დიზელზე სანქციების შეჩერებასა და პოზიციებზე საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „ისტორიის არასწორ მხარეს“ ირჩევს.

„ეს ისტორიის არასწორი მხარეა” - ზელენსკი ტრამპის ბოლო გადაწყვეტილებებზე
„ეს ისტორიის არასწორი მხარეა” - ზელენსკი ტრამპის ბოლო გადაწყვეტილებებზერადიო თავისუფლება

ბოლო დღეებში ტრამპმა დროებით გააუქმა რუსული დიზელის საწვავის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა და რუსეთ-უკრაინის ომში გამოაცხადა „ენერგეტიკული ზავი“, რომელიც რუსეთს არ დაუდასტურებია და უკრაინის ენერგოობიექტებზე დარტყმას განაგძობს.

ტრამპმა ისიც თქვა, რომ უკრაინას სჭირდება ახალი ლიდერი, რომელიც შეძლებს გარიგების მიღწევას.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც 14 ოქტომბერს ლონდონში შეხვდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბერნემს, ინტერვიუ მისცა ცნობილ ბრიტანელ ჟურნალისტს, პირს მორგანს.

შეკითხვას, ტრამპის ბოლო გადაწყვეტილებების გამო გრძნობს თუ არა, რომ უღალატეს, ზელენსკიმ უპასუხა, რომ მართლაც ასეა, მაგრამ სიტუაცია გაცილებით რთულია, ვიდრე მისი ემოციები და საქმე ქვეყნის გადარჩენას ეხება.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, თუ ნეიტრალური ხარ, ასეთად უნდა დარჩე: „მტკივნეულია, როცა პრეზიდენტი ტრამპი ირჩევს მხარეს და ეს ჩვენი მხარე არ არის“. ზელენსკის შეფასებით, ტრამპის მრჩევლები ცდებიან და „ეს ისტორიის არასწორი მხარეა“.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სამწუხაროა, რომ კარგავენ ძლიერ პარტნიორს, მაგრამ ეს უკრაინის ბრალი არ არის:

„ჩვენ არ ვყიდით ქვეყანას... ჩვენთვის ეს არ არის ბიზნესი. ეს ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახლი, ჩვენი ბავშვები...“

ტრამპის ბოლო გადაწყვეტილებები და განცხადებები

9 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ დაიწყებს დიზელის საწვავის მიწოდებას აშშ-ისა და საერთაშორისო ბაზრებისთვის.

ტრამპი-პუტინის შეთანხმების შემდეგ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 2027 წლის აპრილამდე შეაჩერა უკრაინაში ომის გამო რუსული დიზელის საწვავისთვის დაწესებული სანქციები.

თავის მხრივ, რუსეთმა გამოაცხადა, რომ აუქმებს დიზელის საწვავის ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთისთვის მიცემული ნებართვა არის ომში ინვესტირება და საჩუქარი პუტინისთვის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნებისმიერი შესუსტება დეესკალაციისკენ მიმართული მკაფიო შეთანხმების გარეშე, არის აშკარა სისუსტე, რაც ნიშნავს, რომ ის უფრო დიდხანს იომებს, უფრო ნაკლები პატივისცემა ექნება ამერიკის მიმართ და უფრო მეტად დააზიანებს მსოფლიოს.

10 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინას სჭირდება ახალი ლიდერი, რომელიც რუსეთთან შეთანხმების მიღწევას შეძლებს.

11 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში ამოქმედდა „ენერგეტიკული ზავი“, რომელზეც „ორივე მხარე შეთანხმდა“.

მანამდე ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას მოსთხოვა შეწყვიტოს დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. კიევმა განაცხადა, რომ ენერგოზავისთვის მზად არის, თუ რუსეთიც შეწყვეტს შეტევებს უკრაინის ენერგოობიექტებზე. რუსეთს თანხმობა არ უთქვამს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მტკივნეულია, როცა პრეზიდენტი ტრამპი ირჩევს მხარეს და ეს ჩვენი მხარე არ არის“
„ეს ისტორიის არასწორი მხარეა“
ზელენსკი
„ჩვენ არ ვყიდით ქვეყანას... ჩვენთვის ეს არ არის ბიზნესი. ეს ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახლი, ჩვენი ბავშვები...“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპი: პუტინს ძალიან სურს ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები