პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ნაციონალური მოძრაობა", როგორც ე.წ. პარტია, თავის ფილიალებთან ერთად, არ უნდა არსებობდეს - გურამ მაჭარაშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობახალხის ძალა

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სხდომები განახლდება, რის ფონზეც გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ფილიალებთან ერთად არ უნდა არსებობდეს.

"ნაციონალური მოძრაობა", როგორც ე.წ. პარტია, თავის ფილიალებთან ერთად, არ უნდა არსებობდეს - გურამ მაჭარაშვილი
რუსთავი 2

ხვალიდან, საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სასამართლო პროცესი განახლდება. ეს იქნება მე-13 სხდომა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია, წინა სხდომების მსგავსად, ახლაც უშედეგოდ ეცდება პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.

ადამიანის უფლებების შელახვა, მკვლელობა, ბიზნესის რეკეტი, საკუთრების უფლების ხელყოფა - მტკიცებულებების სია ვრცელია, თუმცა ყოფილ სახელისუფლებო პარტიას პასუხისმგებლობის აღება არაფერზე სურს, მათ შორის არც ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში ძალადობრივი აქციების ორგანიზებაზე. ამართლებენ კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, რაც მოსარჩელე მხარისთვის მორიგი აღიარებაა.

"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობა", საკუთარი პარტიის წინააღმდეგ, სასამართლოს კიდევ არაერთ მტკიცებულებას წარუდგენს.

საკითხთან დაკავშირებით საუბრობს, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილეც. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" დღემდე არ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე.

"საზოგადოებამ დაინახა, რომ " ნაცმოძრაობასა" და მის ფილიალებს დანაშაულის მსგავს განცდაც კი არასდროს ჰქონია.

ისინი აცხადებენ, რომ არათუ კარგად იქცეოდნენ, არამედ ამის მერე კიდევ უფრო, "კარგად მოიქცევიან" - როგორც იქცეოდნენ ხელისუფლებაში და შემდეგ უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს. ეს იმას ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა", როგორც ე.წ. პარტია, თავის ფილიალებთან ერთად, არ უნდა არსებობდეს.

ელემენტარულად, ეს ხალხი იმასაც არ ამბობს, რომ რაღაც გადაცდომები ჰქონდათ. იმაზე აღარ არის საუბარი, რომ დანაშაულები აქვთ ჩადენილი და თან, ეს დანაშაულები დადასტურებულადაა აღიარებული შიდა თუ საერთაშორისო სასამართლოების მიერ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხვალიდან საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სასამართლო პროცესი განახლდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები