ზუგდიდში ძებნილმა პირმა ცნობილი "ტიკ-ტოკერი" ქალი და მისი პენსიონერი მამა დაჭრა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, გავრცელებული ინფორმაციით, ძებნაში მყოფი პირი საცხოვრებელ სახლში შეიჭრა, პენსიონერ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, ხოლო მის შვილს, ტიკ-ტოკერ ზამი როგავას ყელის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალერტკარში, ახალგაზრდა ქალი დაჭრეს.
"პირველების" კორესოდენტის ცნობით, დაჭრილი ტიკ-ტოკერი ზამი როგავაა. გავრცელებული ინფორმაციით, ძენაში მყოფი პირი შერმა, იგივე ვალტერ როგავა მათ საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და ცეცხლასროლი იარაღით პენსიონერი მამაკაცის მიმართულებით გაისროლა, ხოლო ახალგაზრდა ქალს ცივი იარაღით ჭრილობები ყელის არეში მიაყენა.
ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაჭრილი ქალი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, საავადმყოფოში გადაიყვანა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.