სამეგრელოში მამაკაცმა მამა-შვილი დაჭრა
სამეგრელოში მამაკაცმა მოგვარე მამა-შვილი დაჭრა. დაზარალებული ქალის თქმით, თავდამსხმელი ძებნაში იმყოფებოდა და დანის გამოყენებამდე სანადირო თოფიდანაც გაისროლა.

სამეგრელოში, მამაკაცმა მისი მოგვარე მამა-შვილი დაჭრა. დაჭრილი ქალის ინფორმაციით, პირი, რომელმაც მათ დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა, ძებნაში იმყოფებოდა.
დაზარალებულის თქმით, მამაკაცმა ვიდრე დანას გამოიყენებდა, სანადირო თოფიდანაც გაისროლა.
არსებული ინფორმაციით, ოჯახებს შორის წარსულში კონფლიქტი იყო.
„ინტერპრესნიუსი“ მომხდარის დეტალებს შსს-ში არკვევს.
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.