პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ თაობას წილად ხვდა ის პატივი, რომ აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე. შემდეგ კიდევ 100 წლის და ა.შ. მანამ, სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სვეტიცხოველში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავზე განაცხადა, რომ ქრისტიანული ღირებულებითი სისტემის გარეშე ქართველი ერი დღევანდელი სახით არ იარსებებდა.

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ თაობას წილად ხვდა ის პატივი, რომ აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე. შემდეგ კიდევ 100 წლის და ა.შ. მანამ, სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს
იმედინიუსი

ჩვენ თაობას წილად ხვდა ის პატივი, რომ აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე. შემდეგ კიდევ 100 წლის და ა.შ. მანამ, სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს, - მიმართა სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, სვეტიცხოვლობისა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ.

შალვა პაპუაშვილმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს ისტორიული სვეტიცხოვლობაა, ჩვენ აღვნიშნავთ თარიღს, როდესაც 1700 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა მიიღეს გადაწყვეტილება და შეუდგნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, შეუდგნენ გზას, რომელსაც ისინი გოლგოთასავით გადიოდნენ და არც ერთხელ არ გადაუხვევიათ.

1700 წლის წინ აქ, ამ ადგილას მეფე მირიანმა უბრალოდ ახალი რელიგია არ მიიღო,, მან მიიღო ახალი ღირებულებითი სისტემა და ახალი კულტურული კალაპოტიმისთვის და მისი ხალხისთვის. რომ არა ქრისტიანული კულტურული კალაპოტი, ჩვენ არ გვექნებოდა „ვეფხისტყაოსანი“, არ გვექნებოდა „შენ ხარ ვენახი“, არ გვექნებოდა ქართული მრავალხმიანობა, არ გვეყოლებოდა ვაჟა და ილია. რომ არა ქრისტიანული ღირებულებითი სისტემა, ჩვენ არ ვიქნებოდით ის ერი, რომელიც დღეს ვართ.

ჩვენმა თაობამ გამოვიარეთ გოლგოთა მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც ვიხილეთ უფლის ხელით, უფლის ნებით, ადამიანის ხელით მოხდენილი სასწაული, რომელმაც ფერფლიდან აღადგინა ქართული ეკლესია. ჩვენ ნახევარი საუკუნე ამ სასწაულის მომსწრე და მონაწილენი ვიყავით. ამიტომ ამ დღეს განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ ჩვენი წმინდა პატრიარქი ილია მეორე.

ჩვენ თაობას წილად ხვდა ის პატივი, რომ აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე. შემდეგ კიდევ 100 წლის და ა.შ. მანამ, სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს. ეს არის ჩვენი მისია, ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის ჩვენი ერის სულიერი დანიშნულება. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყველას ეს ისტორიული დღე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ფურცელი მომავალი თაობისთვის, რომელიც მცხეთაში, ამ ადგილას აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ
  2. რუსთავი 2სამთავრობორომ არა ქრისტიანული ღირებულებითი სისტემა, ჩვენ არ ვიქნებოდით ის ერი, რომელიც დღეს ვართ - შალვა პაპუაშვილი სვეტიცხოვლობასა და ქრისტიანობის მიღების 1700 წლისთავზე
  3. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: „ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე. შემდეგ კიდევ 100 წლის და ა.შ. მანამ, სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს“
  4. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს ისტორიული სვეტიცხოვლობაა, ჩვენ აღვნიშნავთ თარიღს, როდესაც 1700 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა მიიღეს გადაწყვეტილება და შეუდგნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, შეუდგნენ გზას, რომელსაც ისინი გოლგოთასავით გადიოდნენ და არც ერთხელ არ გადაუხვევიათ. 1700 წლის წინ აქ, ამ ადგილას მეფე მირიანმა უბრალოდ ახალი რელიგია არ მიიღო,, მან მიიღო ახალი ღირებულებითი სისტემა და ახალი კულტურული კალაპოტიმისთვის და მისი ხალხისთვის. რომ არა ქრისტიანული კულტურული კალაპოტი, ჩვენ არ გვექნებოდა „ვეფხისტყაოსანი“, არ გვექნებოდა „შენ ხარ ვენახი“, არ გვექნებოდა ქართული მრავალხმიანობა, არ გვეყოლებოდა ვაჟა და ილია. რომ არა ქრისტიანული ღირებულებითი სისტემა, ჩვენ არ ვიქნებოდით ის ერი, რომელიც დღეს ვართ. ჩვენმა თაობამ გამოვიარეთ გოლგოთა მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც ვიხილეთ უფლის ხელით, უფლის ნებით, ადამიანის ხელით მოხდენილი სასწაული, რომელმაც ფერფლიდან აღადგინა ქართული ეკლესია. ჩვენ ნახევარი საუკუნე ამ სასწაულის მომსწრე და მონაწილენი ვიყავით. ამიტომ ამ დღეს განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ ჩვენი წმინდა პატრიარქი ილია მეორე. ჩვენ თაობას წილად ხვდა ის პატივი, რომ აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე. შემდეგ კიდევ 100 წლის და ა.შ. მანამ, სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს. ეს არის ჩვენი მისია, ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის ჩვენი ერის სულიერი დანიშნულება. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყველას ეს ისტორიული დღე“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის სტაჟიორებისთვის ღონისძიება გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები