ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რომ არა ქრისტიანული ღირებულებითი სისტემა, ჩვენ არ ვიქნებოდით ის ერი, რომელიც დღეს ვართ - შალვა პაპუაშვილი სვეტიცხოვლობასა და ქრისტიანობის მიღების 1700 წლისთავზე

საქართველოს პარლამენტი

სვეტიცხოვლობასა და ქრისტიანობის მიღების 1700 წლისთავზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ქრისტიანული ღირებულებითი სისტემის გარეშე საქართველო არ იქნებოდა ის ერი, რომელიც დღეს არის. მისი თქმით, 17 საუკუნის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ფუნდამენტური როლი ითამაშა ქვეყნის იდენტობასა და კულტურაში.

რომ არა ქრისტიანული ღირებულებითი სისტემა, ჩვენ არ ვიქნებოდით ის ერი, რომელიც დღეს ვართ - შალვა პაპუაშვილი სვეტიცხოვლობასა და ქრისტიანობის მიღების 1700 წლისთავზე
რომ არა ქრისტიანული ღირებულებითი სისტემა, ჩვენ არ ვიქნებოდით ის ერი, რომელიც დღეს ვართ - შალვა პაპუაშვილი სვეტიცხოვლობასა და ქრისტიანობის მიღების 1700 წლისთავზერუსთავი 2

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქი წირვას აღავლენს.

მსახურებას სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ. წირვის შემდეგ შიო მესამე მრევლს ქადაგებით მიმართა.

დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 17 საუკუნის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ფუნდამენტური როლი ითამაშა ქართველი ერის იდენტობის, კულტურისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში:

"თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,

წმინდა სინოდის წევრებო,

ძვირფასო სტუმრებო, მაღალი იერარქიის, რომლებიც ჩამობრძანებულები ხართ ამ მნიშვნელოვან დღეს საქართველოში, ძვირფასო საზოგადოებავ, დღეს ისტორიული სვეტიცხოვლობაა.

ჩვენ აღვნიშნავთ დღეს, წელს, თარიღს, როდესაც 1700 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა მიიღეს გადაწყვეტილება და შეუდგნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას , შეუდგნენ გზას, რომელსაც ისინი გოლგოთასავით გადიოდნენ და არც ერთხელ არ გადაუხვევიათ.

1700 წლის წინ, აქ, ამ ადგილას, მეფე მირიანმა უბრალოდ ახალი რელიგია არ მიიღო - მან მიიღო ახალი, ღირებულებითი სისტემა და ახალი კულტურული კალაპოტი მისთვის და მისი ხალხისთვის.

რომ არა ქრისტიანული კულტურული კალაპოტი, ჩვენ არ გვექნებოდა ვეფხისტყაოსანი, არ გვექნებოდა შენ ხარ ვენახი, არ გვექნებოდა ქართული მრავალხმიანობა, არ გვყოლია ვაჟა და ილია.

რომ არა ქრისტიანული ღირებულებითი სისტემა, ჩვენ არ ვიქნებოდით ის ერი, რომელიც დღეს ვართ.

ჩვენმა თაობამ გამოიარა გოლგოთა, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც ვიხილეთ უფლის ხელით, უფლის ნებით, ადამიანის ხელით მოხდენილი სასწაული, რომელმაც ფერფლიდან აღადგინა ქართული ეკლესია.

ჩვენ ნახევარი საუკუნე ამ სასწაულის მომსწრე და მონაწილენი ვიყავით.

ამიტომ ამ დღეს განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ ჩვენი წმინდა პატრიარქი ილია მეორე.

ჩვენ თაობას წილად ხვდა ის პატივი, რომ აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წლისთავი.

გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ, ამ ადგილას აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე, შემდეგ კიდევ 100 წლის და ასე შემდეგ, მანამ, სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს.

ეს არის ჩვენი მისია, ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის ჩვენი ერის სულიერი დანიშნულება.

მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყველას ეს ისტორიული დღე და გისურვოთ, რომ ჭეშმარიტად ჩვენ ეკლესიაში გაერთიანებული ერი, ისევე როგორც ჩვენ ვიხილეთ ჩვენი წმინდა პატრიარქის გაცილებისას, მივიწიოთ წინ და წინ.

უფალი ფარავდეს საქართველოს. დიდი მადლობა.“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, წმინდა სინოდის წევრებო, ძვირფასო სტუმრებო, მაღალი იერარქიის, რომლებიც ჩამობრძანებულები ხართ ამ მნიშვნელოვან დღეს საქართველოში, ძვირფასო საზოგადოებავ, დღეს ისტორიული სვეტიცხოვლობაა. ჩვენ აღვნიშნავთ დღეს, წელს, თარიღს, როდესაც 1700 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა მიიღეს გადაწყვეტილება და შეუდგნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას , შეუდგნენ გზას, რომელსაც ისინი გოლგოთასავით გადიოდნენ და არც ერთხელ არ გადაუხვევიათ. 1700 წლის წინ, აქ, ამ ადგილას, მეფე მირიანმა უბრალოდ ახალი რელიგია არ მიიღო - მან მიიღო ახალი, ღირებულებითი სისტემა და ახალი კულტურული კალაპოტი მისთვის და მისი ხალხისთვის. რომ არა ქრისტიანული კულტურული კალაპოტი, ჩვენ არ გვექნებოდა ვეფხისტყაოსანი, არ გვექნებოდა შენ ხარ ვენახი, არ გვექნებოდა ქართული მრავალხმიანობა, არ გვყოლია ვაჟა და ილია. რომ არა ქრისტიანული ღირებულებითი სისტემა, ჩვენ არ ვიქნებოდით ის ერი, რომელიც დღეს ვართ. ჩვენმა თაობამ გამოიარა გოლგოთა, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც ვიხილეთ უფლის ხელით, უფლის ნებით, ადამიანის ხელით მოხდენილი სასწაული, რომელმაც ფერფლიდან აღადგინა ქართული ეკლესია. ჩვენ ნახევარი საუკუნე ამ სასწაულის მომსწრე და მონაწილენი ვიყავით. ამიტომ ამ დღეს განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ ჩვენი წმინდა პატრიარქი ილია მეორე. ჩვენ თაობას წილად ხვდა ის პატივი, რომ აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წლისთავი. გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ, ამ ადგილას აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე, შემდეგ კიდევ 100 წლის და ასე შემდეგ, მანამ, სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს. ეს არის ჩვენი მისია, ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის ჩვენი ერის სულიერი დანიშნულება. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყველას ეს ისტორიული დღე და გისურვოთ, რომ ჭეშმარიტად ჩვენ ეკლესიაში გაერთიანებული ერი, ისევე როგორც ჩვენ ვიხილეთ ჩვენი წმინდა პატრიარქის გაცილებისას, მივიწიოთ წინ და წინ. უფალი ფარავდეს საქართველოს. დიდი მადლობა.“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?