პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სვეტიცხოველში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ წირვას დაესწრნენ.

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო
რუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, მცხეთაში, სვეტიცხოვლობისა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.

შალვა პაპუაშვილმა, საზეიმო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილებს მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს ისტორიული სვეტიცხოვლობაა, ჩვენ აღვნიშნავთ თარიღს, როდესაც 1700 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა მიიღეს გადაწყვეტილება და შეუდგნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, შეუდგნენ გზას, რომელსაც ისინი გოლგოთასავით გადიოდნენ და არც ერთხელ არ გადაუხვევიათ . 1700 წლის წინ, აქ, ამ ადგილას, მეფე მირიანმა უბრალოდ ახალი რელიგია არ მიიღო, მან მიიღო ახალი ღირებულებითი სისტემა და ახალი კულტურული კალაპოტი მისთვის და მისი ხალხისთვის. რომ არა ქრისტიანული კულტურული კალაპოტი, ჩვენ არ გვექნებოდა „ვეფხისტყაოსანი“, არ გვექნებოდა „შენ ხარ ვენახი“, არ გვექნებოდა ქართული მრავალხმიანობა, არ გვეყოლებოდა ვაჟა და ილია. რომ არა ქრისტიანული ღირებულებითი სისტემა, ჩვენ არ ვიქნებოდით ის ერი, რომელიც დღეს ვართ. ჩვენმა თაობამ გამოვიარეთ გოლგოთა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც ვიხილეთ უფლის ნებით, ადამიანის ხელით მოხდენილი სასწაული, რომელმაც ფერფლიდან აღადგინა ქართული ეკლესია. ჩვენ ნახევარი საუკუნე ამ სასწაულის მომსწრე და მონაწილე ვიყავით. ამიტომ ამ დღეს, განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ ჩვენი წმინდა პატრიარქი ილია მეორე. ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, რომ აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც აქ, ამ ადგილას აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რათა აღნიშნოს 1800 წლის იუბილე, შემდეგ კიდევ 100 წლის და ასე შემდეგ, ვიდრე ეს ქვეყნიერება არსებობს. ეს არის ჩვენი მისია, ჩვენი მიზანი, ჩვენი ერის სულიერი დანიშნულება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აღავლინა.

სვეტიცხოვლის ტაძარში წირვას, ასევე, დაესწრნენ: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: ჩვენ თაობას წილად ხვდა ის პატივი, რომ აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე. შემდეგ კიდევ 100 წლის და ა.შ. მანამ, სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს
  2. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ფურცელი მომავალი თაობისთვის, რომელიც მცხეთაში, ამ ადგილას აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ
  3. რუსთავი 2სამთავრობორომ არა ქრისტიანული ღირებულებითი სისტემა, ჩვენ არ ვიქნებოდით ის ერი, რომელიც დღეს ვართ - შალვა პაპუაშვილი სვეტიცხოვლობასა და ქრისტიანობის მიღების 1700 წლისთავზე
  4. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: „ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე. შემდეგ კიდევ 100 წლის და ა.შ. მანამ, სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს ისტორიული სვეტიცხოვლობაა, ჩვენ აღვნიშნავთ თარიღს, როდესაც 1700 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა მიიღეს გადაწყვეტილება და შეუდგნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, შეუდგნენ გზას, რომელსაც ისინი გოლგოთასავით გადიოდნენ და არც ერთხელ არ გადაუხვევიათ . 1700 წლის წინ, აქ, ამ ადგილას, მეფე მირიანმა უბრალოდ ახალი რელიგია არ მიიღო, მან მიიღო ახალი ღირებულებითი სისტემა და ახალი კულტურული კალაპოტი მისთვის და მისი ხალხისთვის. რომ არა ქრისტიანული კულტურული კალაპოტი, ჩვენ არ გვექნებოდა „ვეფხისტყაოსანი“, არ გვექნებოდა „შენ ხარ ვენახი“, არ გვექნებოდა ქართული მრავალხმიანობა, არ გვეყოლებოდა ვაჟა და ილია. რომ არა ქრისტიანული ღირებულებითი სისტემა, ჩვენ არ ვიქნებოდით ის ერი, რომელიც დღეს ვართ. ჩვენმა თაობამ გამოვიარეთ გოლგოთა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც ვიხილეთ უფლის ნებით, ადამიანის ხელით მოხდენილი სასწაული, რომელმაც ფერფლიდან აღადგინა ქართული ეკლესია. ჩვენ ნახევარი საუკუნე ამ სასწაულის მომსწრე და მონაწილე ვიყავით. ამიტომ ამ დღეს, განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ ჩვენი წმინდა პატრიარქი ილია მეორე. ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, რომ აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც აქ, ამ ადგილას აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რათა აღნიშნოს 1800 წლის იუბილე, შემდეგ კიდევ 100 წლის და ასე შემდეგ, ვიდრე ეს ქვეყნიერება არსებობს. ეს არის ჩვენი მისია, ჩვენი მიზანი, ჩვენი ერის სულიერი დანიშნულება“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: 1 700 წლისთავი მხოლოდ ეკლესიის ისტორიის საიუბილეო თარიღი არ არის - ეს ქართული სახელმწიფოს კულტურული ბიოგრაფიის და ეროვნული უწყვეტობის თარიღიცაა, ეს არის ჩვენი საერთო წარსულის გახსენების და მომავლის წინაშე პასუხისმგებლობის დღეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები