ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: “სამშობლოს სიყვარული, სარწმუნოება ის ღირებულებებია, რომლებიც კრავს ქართულ ქრისტიანულ ოჯახს, რაც მეტად არის შეკრული ამ ღირებულებების გარშემო ოჯახი, მით ძლიერია თავად ოჯახი და სახელმწიფო”

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სხალთის ეპარქიაში 1300 ადამიანის საყოველთაო ნათლობას დაესწრო და განაცხადა, რომ სარწმუნოება და სამშობლოს სიყვარული ქართულ ოჯახსა და სახელმწიფოს აძლიერებს.

შალვა პაპუაშვილი: “სამშობლოს სიყვარული, სარწმუნოება ის ღირებულებებია, რომლებიც კრავს ქართულ ქრისტიანულ ოჯახს, რაც მეტად არის შეკრული ამ ღირებულებების გარშემო ოჯახი, მით ძლიერია თავად ოჯახი და სახელმწიფო”
შალვა პაპუაშვილი: “სამშობლოს სიყვარული, სარწმუნოება ის ღირებულებებია, რომლებიც კრავს ქართულ ქრისტიანულ ოჯახს, რაც მეტად არის შეკრული ამ ღირებულებების გარშემო ოჯახი, მით ძლიერია თავად ოჯახი და სახელმწიფო”POSTV

“სიმბოლურია, რომ ჩვენ წელს აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს, თუმცა საქართველოს ეკლესია უფრო მეტ წელს ითვლის. ეს წელთაღრიცხვა სწორედ აჭარიდან დაიწყო ანდრია პირველწოდებულის პირველი ქადაგებებიდან და პირველი ნათლობებიდან. ამიტომ კიდევ უფრო მეტ სიმბოლიზმს იძენს დღევანდელი დღე”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აჭარაში, სადაც სხალთის ეპარქიაში საყოველთაო ნათლობას დაესწრო.

შალვა პაპუაშვილის თქმით, სამშობლოს სიყვარული, სარწმუნოება ის ღირებულებებია, რომლებიც კრავს ქართულ ქრისტიანულ ოჯახს.

„განსაკუთრებული დღე არის. განსაკუთრებული არის იმითაც, რომ თქვენი ოჯახების სიხარული დღეს სრულიად საქართველოს სიხარულად არის გადაქცეული. მთელი ყურადღება მოპყრობილია ამ განსაკუთრებულ დღეზე, როდესაც 1300 ადამიანი გაქრისტიანდა. მინდა, განსაკუთრებით მოგილოცოთ მათ, ვინც ზრდასრულები ხართ, მათ, ვინც დღეს გახდით ეკლესიის წევრები და როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია თქვენი ნაბიჯი, როგორც რწმენის ნაბიჯი. სიმბოლური არის, რომ ჩვენ წელს აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს, თუმცა საქართველოს ეკლესია უფრო მეტ წელს ითვლის – 2000 წელს და ეს წელთაღრიცხვა სწორედ აქედან, აჭარიდან დაიწყო ანდრია პირველწოდებულის პირველი ქადაგებებიდან და პირველი ნათლობებიდან, რომელიც აქ შესრულდა.

ამიტომ ამ მნიშვნელოვან წელს, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელს, კიდევ უფრო მეტ სიმბოლიზმს იძენს დღევანდელი დღე. მინდა, განსაკუთრებით მოგმართოთ დღეს მონათლული ბავშვების ოჯახებს, თქვენ თქვენს შვილებს მიანიჭეთ არა მხოლოდ სიცოცხლე, არამედ მიანიჭეთ კუთვნილება, თქვენ მათ აძლევთ ენას, ასწავლით სამშობლოს სიყვარულს და დღეს მათ გაუზიარეთ სარწმუნოება. ეს არის ის ღირებულებები, რომლებიც კრავს ქართულ ქრისტიანულ ოჯახს და რაც უფრო მეტად არის შეკრული ამ ღირებულებების გარშემო ოჯახი, მით უფრო ძლიერია თავად ოჯახი და მით უფრო ძლიერია სახელმწიფო. ამიტომ მინდა, ეს სიძლიერე ვუსურვო თითოეულ თქვენს ოჯახს. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ თითოეულ თქვენგანს დღევანდელი დღე, გისურვოთ ჯანმრთელობა, წარმატება, ღვთის სიყვარული, ღმერთმა დალოცოს დღეს ახალმონათლულები, ღმერთმა დალოცოს აჭარა, ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სიმბოლურია, რომ ჩვენ წელს აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს, თუმცა საქართველოს ეკლესია უფრო მეტ წელს ითვლის. ეს წელთაღრიცხვა სწორედ აჭარიდან დაიწყო ანდრია პირველწოდებულის პირველი ქადაგებებიდან და პირველი ნათლობებიდან. ამიტომ კიდევ უფრო მეტ სიმბოლიზმს იძენს დღევანდელი დღე“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: 1700 წლისთავი მხოლოდ ეკლესიის ისტორიის საიუბილეო თარიღი არ არის. ეს ქართული სახელმწიფოს კულტურული ბიოგრაფიის და ეროვნული უწყვეტობის თარიღიცაა. ეს არის ჩვენი საერთო წარსულის გახსენების და მომავლის წინაშე პასუხისმგებლობის დღეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები