შალვა პაპუაშვილი – ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ფურცელი მომავალი თაობისთვის, რომელიც მცხეთაში, ამ ადგილას აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ
შალვა პაპუაშვილმა მცხეთაში სვეტიცხოვლობა მიულოცა საზოგადოებას და განაცხადა, რომ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წლის აღნიშვნა ისტორიული პატივია, რომელმაც ქართველი ერის ღირებულებითი სისტემა და კულტურული კალაპოტი განსაზღვრა.

ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ფურცელი მომავალი თაობისთვის, რომელიც მცხეთაში, ამ ადგილას აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მცხეთაში განაცხადა.
პაპუაშვილმა საზოგადოებას სვეტიცხოვლობა მიულოცა.
„ჩვენ აღვნიშნავთ თარიღს, როდესაც 1 700 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა მიიღეს გადაწყვეტილება და შეუდგნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, შეუდგნენ გზას, რომელსაც ისინი გოლგოთასავით გადიოდნენ და არც ერთხელ არ გადაუხვევიათ, 1 700 წლის წინ აქ, ამ ადგილას მეფე მირიანმა უბრალოდ ახალი რელიგია არ მიიღო, მან მიიღო ახალი ღირებულებითი სისტემა და ახალი კულტურული კალაპოტი მისთვის და მისი ხალხისთვის. რომ არა ქრისტიანული კულტურული კალაპოტი, ჩვენ არ გვექნებოდა ვეფხისტყაოსანი, არ გვექნებოდა „შენ ხარ ვენახი“, არ გვექნებოდა ქართული მრავალხმიანობა, არ გვეყოლებოდა ვაჟა და ილია, რომ არა ქრისტიანული ღირებულებითი სისტემა ჩვენ არ ვიქნებოდით ის ერი, რომელიც დღეს ვართ. ჩვენმა თაობამ გამოვიარეთ გოლგოთა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც ვიხილეთ უფლის ნებით, ადამიანის ხელით მოხდენილი სასწაული, რომელმაც ფერფლიდან აღადგინა ქართული ეკლესია. ჩვენ ნახევარი საუკუნე ამ სასწაულის მომსწრე და მონაწილენი ვიყავით. ამიტომ. ამ დღეს განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ ჩვენი წმინდა პატრიარქი ილია მეორე. ჩვენს თაობას წილად ხვდა ის პატივი, რომ აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1 700 წელი. გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ, ამ ადგილას აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1 800 წლის იუბილე, შემდეგ კიდევ 100 წლის და ასე შემდეგ, მანამ სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს. ეს არის ჩვენი მისია, ეს არის ჩვენი მიზანი. ეს არის ჩვენი ერის სულიერი დანიშნულება. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყველას ეს ისტორიული დღე და გისურვოთ, რომ ჭეშმარიტად ჩვენ ეკლესიაში გაერთიანებული ერი, ისევე როგორც ჩვენ ვიხილეთ ჩვენი წმინდა პატრიარქის გაცილებისას, მივიწიოთ წინ და წინ. უფალი ფარავდეს საქართველოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაშალვა პაპუაშვილი: ჩვენ თაობას წილად ხვდა ის პატივი, რომ აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე. შემდეგ კიდევ 100 წლის და ა.შ. მანამ, სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს
რომ არა ქრისტიანული ღირებულებითი სისტემა, ჩვენ არ ვიქნებოდით ის ერი, რომელიც დღეს ვართ - შალვა პაპუაშვილი სვეტიცხოვლობასა და ქრისტიანობის მიღების 1700 წლისთავზე
შალვა პაპუაშვილი: „ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე. შემდეგ კიდევ 100 წლის და ა.შ. მანამ, სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს“
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ აღვნიშნავთ თარიღს, როდესაც 1 700 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა მიიღეს გადაწყვეტილება და შეუდგნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, შეუდგნენ გზას, რომელსაც ისინი გოლგოთასავით გადიოდნენ და არც ერთხელ არ გადაუხვევიათ, 1 700 წლის წინ აქ, ამ ადგილას მეფე მირიანმა უბრალოდ ახალი რელიგია არ მიიღო, მან მიიღო ახალი ღირებულებითი სისტემა და ახალი კულტურული კალაპოტი მისთვის და მისი ხალხისთვის. რომ არა ქრისტიანული კულტურული კალაპოტი, ჩვენ არ გვექნებოდა ვეფხისტყაოსანი, არ გვექნებოდა „შენ ხარ ვენახი“, არ გვექნებოდა ქართული მრავალხმიანობა, არ გვეყოლებოდა ვაჟა და ილია, რომ არა ქრისტიანული ღირებულებითი სისტემა ჩვენ არ ვიქნებოდით ის ერი, რომელიც დღეს ვართ. ჩვენმა თაობამ გამოვიარეთ გოლგოთა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც ვიხილეთ უფლის ნებით, ადამიანის ხელით მოხდენილი სასწაული, რომელმაც ფერფლიდან აღადგინა ქართული ეკლესია. ჩვენ ნახევარი საუკუნე ამ სასწაულის მომსწრე და მონაწილენი ვიყავით. ამიტომ. ამ დღეს განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ ჩვენი წმინდა პატრიარქი ილია მეორე. ჩვენს თაობას წილად ხვდა ის პატივი, რომ აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1 700 წელი. გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ, ამ ადგილას აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1 800 წლის იუბილე, შემდეგ კიდევ 100 წლის და ასე შემდეგ, მანამ სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს. ეს არის ჩვენი მისია, ეს არის ჩვენი მიზანი. ეს არის ჩვენი ერის სულიერი დანიშნულება. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყველას ეს ისტორიული დღე და გისურვოთ, რომ ჭეშმარიტად ჩვენ ეკლესიაში გაერთიანებული ერი, ისევე როგორც ჩვენ ვიხილეთ ჩვენი წმინდა პატრიარქის გაცილებისას, მივიწიოთ წინ და წინ. უფალი ფარავდეს საქართველოს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…