ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით: „გვექნება თემატური

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია იმართება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ღონისძიება ეძღვნება ევროპული ცივილიზაციის ქრისტიანულ საფუძვლებს, კანონმდებლობაში ამ ღირებულებების ასახვას და ტრადიციულ ღირებულებებს.

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით: „გვექნება თემატური
შალვა პაპუაშვილი საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით: „გვექნება თემატურიPOSTV

„საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეასთან ერთად ვმართავთ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ეძღვნება ევროპული ცივილიზაციის ქრისტიანულ საფუძვლებს, ასევე, პარლამენტების საქმიანობას იმისთვის, რომ ეს ღირებულებითი საფუძვლები აისახოს შემდეგ კანონმდებლობაში და როგორ უნდა მოხდეს ეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისში მიმდინარე კონფერენციის – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ შესახებ საუბრისას.

„ჩამოსულია 10 ქვეყნის სხვადასხვა დელეგაცია, ორგანიზაციების წარმომადგენლები. გვექნება თემატური დისკუსია, რომელიც შეეხება, ერთი მხრივ, თავად ევროკავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტებში, კერძოდ, მე-17 მუხლის მნიშვნელობას, რომლითაც ევროკავშირი იღებს ვალდებულებას, რომ რელიგიურ ორგანიზაციებთან ჰქონდეს მუდმივი დიალოგი და ჩართული იყოს მათი პოლიტიკის შემუშავებაში.

ასევე გვექნება მეორე მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნება ოჯახისა და ტრადიციული ღირებულებების მნიშვნელობას.

გვიხარია, რომ ძალიან მრავალფეროვანი წარმომადგენლობაა – ეროვნული პარლამენტების, ევროპარლამენტის წარმომადგენლები იქნებიან დღეს მრგვალი მაგიდის მონაწილეები და გვექნება საშუალება, რომ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეასთან ერთად ვმართავთ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ეძღვნება ევროპული ცივილიზაციის ქრისტიანულ საფუძვლებს, ასევე, პარლამენტების საქმიანობას იმისთვის, რომ ეს ღირებულებითი საფუძვლები აისახოს შემდეგ კანონმდებლობაში და როგორ უნდა მოხდეს ეს“
„ჩამოსულია 10 ქვეყნის სხვადასხვა დელეგაცია, ორგანიზაციების წარმომადგენლები. გვექნება თემატური დისკუსია, რომელიც შეეხება, ერთი მხრივ, თავად ევროკავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტებში, კერძოდ, მე-17 მუხლის მნიშვნელობას, რომლითაც ევროკავშირი იღებს ვალდებულებას, რომ რელიგიურ ორგანიზაციებთან ჰქონდეს მუდმივი დიალოგი და ჩართული იყოს მათი პოლიტიკის შემუშავებაში. ასევე გვექნება მეორე მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნება ოჯახისა და ტრადიციული ღირებულებების მნიშვნელობას. გვიხარია, რომ ძალიან მრავალფეროვანი წარმომადგენლობაა – ეროვნული პარლამენტების, ევროპარლამენტის წარმომადგენლები იქნებიან დღეს მრგვალი მაგიდის მონაწილეები და გვექნება საშუალება, რომ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ თაობას წილად ხვდა ის პატივი, რომ აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე. შემდეგ კიდევ 100 წლის და ა.შ. მანამ, სანამ ეს ქვეყნიერება არსებობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები