პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: „ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე. შემდეგ კიდევ 100 წლის და ა.შ. მანამ, სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს“

საქართველოს პარლამენტი

სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წლისთავის აღნიშვნა ამ თაობის პატივია, ხოლო ქრისტიანულმა ღირებულებითმა სისტემამ ერის თვითმყოფადობა განსაზღვრა.

შალვა პაპუაშვილი: „ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე. შემდეგ კიდევ 100 წლის და ა.შ. მანამ, სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს“
POSTV

„დღეს ისტორიული სვეტიცხოვლობაა, ჩვენ აღვნიშნავთ თარიღს, როდესაც 1700 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა მიიღეს გადაწყვეტილება და შეუდგნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, შეუდგნენ გზას, რომელსაც ისინი გოლგოთასავით გადიოდნენ და არც ერთხელ არ გადაუხვევიათ“, – ასე მიმართა სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარემ სვეტიცხოვლობისა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ.

„1700 წლის წინ აქ, ამ ადგილას მეფე მირიანმა, უბრალოდ, ახალი რელიგია არ მიიღო, – მან მიიღო ახალი ღირებულებითი სისტემა და ახალი კულტურული კალაპოტი მისთვის და მისი ხალხისთვის. რომ არა ქრისტიანული კულტურული კალაპოტი, ჩვენ არ გვექნებოდა „ვეფხისტყაოსანი“, არ გვექნებოდა „შენ ხარ ვენახი“, არ გვექნებოდა ქართული მრავალხმიანობა, არ გვეყოლებოდა ვაჟა და ილია. რომ არა ქრისტიანული ღირებულებითი სისტემა, ჩვენ არ ვიქნებოდით ის ერი, რომელიც დღეს ვართ.

ჩვენმა თაობამ გამოვიარეთ გოლგოთა, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც ვიხილეთ უფლის ხელით, უფლის ნებით, ადამიანის ხელით მოხდენილი სასწაული, რომელმაც ფერფლიდან აღადგინა ქართული ეკლესია. ჩვენ ნახევარი საუკუნე ამ სასწაულის მომსწრე და მონაწილენი ვიყავით. ამიტომ ამ დღეს განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ ჩვენი წმინდა პატრიარქი ილია მეორე.

ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე, შემდეგ კიდევ 100 წლის და ა.შ. მანამ, სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს. ეს არის ჩვენი მისია, ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის ჩვენი ერის სულიერი დანიშნულება.

მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყველას ეს ისტორიული დღე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: ჩვენ თაობას წილად ხვდა ის პატივი, რომ აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე. შემდეგ კიდევ 100 წლის და ა.შ. მანამ, სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს
  2. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ფურცელი მომავალი თაობისთვის, რომელიც მცხეთაში, ამ ადგილას აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ
  3. რუსთავი 2სამთავრობორომ არა ქრისტიანული ღირებულებითი სისტემა, ჩვენ არ ვიქნებოდით ის ერი, რომელიც დღეს ვართ - შალვა პაპუაშვილი სვეტიცხოვლობასა და ქრისტიანობის მიღების 1700 წლისთავზე
  4. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს ისტორიული სვეტიცხოვლობაა, ჩვენ აღვნიშნავთ თარიღს, როდესაც 1700 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა მიიღეს გადაწყვეტილება და შეუდგნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, შეუდგნენ გზას, რომელსაც ისინი გოლგოთასავით გადიოდნენ და არც ერთხელ არ გადაუხვევიათ“
„1700 წლის წინ აქ, ამ ადგილას მეფე მირიანმა, უბრალოდ, ახალი რელიგია არ მიიღო, – მან მიიღო ახალი ღირებულებითი სისტემა და ახალი კულტურული კალაპოტი მისთვის და მისი ხალხისთვის. რომ არა ქრისტიანული კულტურული კალაპოტი, ჩვენ არ გვექნებოდა „ვეფხისტყაოსანი“, არ გვექნებოდა „შენ ხარ ვენახი“, არ გვექნებოდა ქართული მრავალხმიანობა, არ გვეყოლებოდა ვაჟა და ილია. რომ არა ქრისტიანული ღირებულებითი სისტემა, ჩვენ არ ვიქნებოდით ის ერი, რომელიც დღეს ვართ. ჩვენმა თაობამ გამოვიარეთ გოლგოთა, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც ვიხილეთ უფლის ხელით, უფლის ნებით, ადამიანის ხელით მოხდენილი სასწაული, რომელმაც ფერფლიდან აღადგინა ქართული ეკლესია. ჩვენ ნახევარი საუკუნე ამ სასწაულის მომსწრე და მონაწილენი ვიყავით. ამიტომ ამ დღეს განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ ჩვენი წმინდა პატრიარქი ილია მეორე. ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე, შემდეგ კიდევ 100 წლის და ა.შ. მანამ, სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს. ეს არის ჩვენი მისია, ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის ჩვენი ერის სულიერი დანიშნულება. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყველას ეს ისტორიული დღე“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით საქართველომ გააკეთა არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი კულტურა, მსოფლმხედველობა, სამართლებრივი აზროვნება და ჩვენი ადგილი ქრისტიანულ ცივილიზაციაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები