დავითაძეების ოჯახი ყველა იმ ბადრაგის იდენტიფიცირებას ითხოვს, რომელიც სავარაუდო ძალადობაში მონაწილეობდა
ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის პატიმარი შვილი, გიორგი დავითაძე რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში ბადრაგების მხრიდან სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურებაზე საუბრობს. ოჯახი სავარაუდო ძალადობაში მონაწილე ბადრაგების იდენტიფიცირებას ითხოვს და აპროტესტებს ციხეების უფროსის, გიორგი პატარიძის მიერ თანამშრომლებისთვის გადახდილ მადლობას. პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს და დეესკალაციის ოთახის ვიდეომასალას ავრცელებს.
"ოცცნების" ყოფილი დეპუტატი, ავთანდილ დავითაძე, რომლის პატიმარი შვილი ნომერ მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში გაუპატიურების შესახებ საუბრობს, ყველა იმ ბადრაგის იდენტიფიცირებას ითხოვს, რომელიც დეესკალაციის საკანში სავარაუდო ძალადობაში მონაწილეობდა.
დავითაძე ეხმაურება ციხეების უფოროსის, გიორგი პატარიძის განცხადებასაც, რომელმაც ნომერ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს გუშინ მადლობა გადაუხადა.
ციხეების უფროსი მადლობას უხდის იმ საპატიმროს თანამშრომლებს, რომლის პატიმარიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
თითოეული ამ მოძალადე ჯალათის ფოტო უნდა იყოს იდენტიფიცირებული და ქვეყანას უნდა ვაცნობოთ, როგორი ჯალათური სისტემა მართავს ნომერ მეექვსე დაწესებულებას. ამხელა თანამდებობის პირი, რომელსაც აბარია სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და ვალდებულია დაიცვას ყველა პატიმრის ღირსება და უფლებები, გამოდის და ამის მერე კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ჯალათ მოძალადეებს, მაგარი ბიჭები არიანო. აი როგორ ვირწმუნო მე ამათი, ამ მომპალი სისტემისდ ა როგორ დავიძინო მე, როგორც მამამ, რომ ესენი ჩემს შვილს ხვალ და ზეგ უფრო უარესს არ მოუწყობენ", - ამბობს ავთანდილ დავითაძე.
რა მოხდა რუსთავის ციხეში:
პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.
კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს.
შეგახსნებეთ, რომ პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.
პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს - ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებააში არ არის მიცემული.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.