პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი: ერთსა და იმავე შინაარსის წიაღსვლებით, ვენეციის კომისიის დასკვნები აბსოლუტურად უშინაარსოა, ისინი არ არის დაფუძნებული ფაქტებზე

საქართველოს პარლამენტი

დეპუტატ დავით მათიკაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნები უშინაარსოა და ფაქტებზე დაფუძნებული არ არის. კომისიის ანგარიშით კი, საქართველოს მიერ მიღებული კანონები პარტიების სუვერენიტეტის დაცვასა და ოპოზიციის ჩამოყალიბებას უშლის ხელს.

დავით მათიკაშვილი: ერთსა და იმავე შინაარსის წიაღსვლებით, ვენეციის კომისიის დასკვნები აბსოლუტურად უშინაარსოა, ისინი არ არის დაფუძნებული ფაქტებზე
რუსთავი 2

ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე კანონთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს. დასკვნა ეხება გრანტების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონებს, სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ აქტებს.

ანგარიშში წერია, რომ ეს კანონები ხელს უშლის პარტიების სუვერენიტეტის დაცვას, პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებას და ამ საკითხებზე ნებისმიერი მომავალი კანონმდებლობა უნდა შემუშავდეს სისტემური და ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის მეშვეობით.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დასკვნა იმეორებს გასულ წელს მომზადებული ანგარიშის შინაარსს, არ ახლავს იურიდიულად და სამართლებრივად დასაბუთებული არგუმენტები და მხოლოდ ოპოზიციური პარტიების და მათი მხარდამჭერი ენჯეოების მისამართით ტენდენციურ მხარდაჭერას ასახავს.

"ქართულ ოცნებაში" ვენეციის კომისიას დღეს ისიც შეახსენეს, რომ საქართველოს კანონი უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ ამერიკული კანონის ზუსტი ანალოგია.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა შეუსაბამოა და ფაქტებზე დაყრდნობით არ არის დაწერილი.

"ერთსა და იმავე შინაარსის წიაღსვლებით, ვენეციის კომისიის დასკვნები აბსოლუტურად უშინაარსოა, ისინი არ არის დაფუძნებული ფაქტებზე. ვენეციის კომისია, შეერთებულმა შტატებმა დატოვა, სწორედ იმიტომ, რომ ჩათვალა ვენეციის კომისიის საქმიანობა შეერთებული შტატების ინტერესებისთვის შეუსაბამოდ.

მთელი მსოფლიოს წამყვანი, დემოკრატიული ქვეყნები იღებენ ადეკვატურ კანონმდებლობას, რაც გულისხმობს უცხო ჩარევის შეზღუდვას და პრევენციას, სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკის განხორციელებაში.

სწორედ ამ მიმართულებებით გადაიდგა თავის დროზე საქართველოს პარლამენტის მიერ ნაბიჯები და მივიღეთ ის ჩარჩო, საკანონმდებლო სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს ჩარევის პრევენციას და პირიქით, ვენეციის კომისია აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და ყოველგვარ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობის გარეშე აკეთებს მცდარ დასკვნებს, რითაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს საკუთარ არაჯანსაღ ინტერესს იმ კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც საქართველოშია შექმნილი,"- აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდავით მათიკაშვილი - ვენეციის კომისია, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და ყოველგვარ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობის გარეშე, აკეთებს მცდარ დასკვნებს, რომლითაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს არაჯანსაღ ინტერესს იმ კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც საქართველოშია შექმნილი
  2. იმედინიუსისამთავრობოდავით მათიკაშვილი ვენეციის კომისიაზე: საკანონმდებლო სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს ქართული სუვერენული სივრცის გარე ჩარევებისგან დაცვას, ვენეციის კომისიის მხრიდან კვლავ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დემოკრატიის უკუსვლად იქნა ცნობილი
  3. პირველი არხისამთავრობოდავით მათიკაშვილი – ვენეციის კომისია მცდარ დასკვნებს აკეთებს, რითაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს არაჯანსაღ ინტერესს იმ კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც საქართველოშია შექმნილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე კანონთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები