პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი – ვენეციის კომისია მცდარ დასკვნებს აკეთებს, რითაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს არაჯანსაღ ინტერესს იმ კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც საქართველოშია შექმნილი

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

„ქართული ოცნების“ დეპუტატ დავით მათიკაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისია დაუსაბუთებლად აკეთებს მცდარ დასკვნებს და ქართული კანონმდებლობის მიმართ არაჯანსაღ ინტერესს ამჟღავნებს.

დავით მათიკაშვილი – ვენეციის კომისია მცდარ დასკვნებს აკეთებს, რითაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს არაჯანსაღ ინტერესს იმ კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც საქართველოშია შექმნილი
პირველი არხი

ვენეციის კომისიის ერთი და იმავე შინაარსის წიაღსვლები მხოლოდ აღქმებით ანალიზს გულისხმობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ეს ის კომისიაა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა სწორედ იმიტომ დატოვა, რომ მისი საქმიანობა აშშ-ის ინტერესებისთვის შეუსაბამოდ ჩათვალა.

„შეერთებულმა შტატებმა კომისია იმ დროს დატოვა, როდესაც მთელი მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიული ქვეყნები იღებენ ადეკვატურ კანონმდებლობას, რაც გულისხმობს უცხო ჩარევის შეზღუდვას და პრევენციას სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკის განხორციელებაში. სწორედ ამ მიმართულებით გადაიდგა თავის დროზე საქართველოს პარლამენტის მიერ ნაბიჯები და იქნა მიღებული ჩარჩო საკანონმდებლო სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს ჩარევის პრევენციას. ვენეციის კომისია აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და ყოველგვარ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობის გარეშე აკეთებს მცდარ დასკვნებს, რითაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს საკუთარ არაჯანსაღ ინტერესს იმ კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც საქართველოშია შექმნილი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ვენეციის კომისიმ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც: „კანონმდებლობა ხელს უშლის პარტიების სუვერენიტეტის დაცვას, პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და გადარჩენას“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდავით მათიკაშვილი - ვენეციის კომისია, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და ყოველგვარ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობის გარეშე, აკეთებს მცდარ დასკვნებს, რომლითაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს არაჯანსაღ ინტერესს იმ კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც საქართველოშია შექმნილი
  2. იმედინიუსისამთავრობოდავით მათიკაშვილი ვენეციის კომისიაზე: საკანონმდებლო სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს ქართული სუვერენული სივრცის გარე ჩარევებისგან დაცვას, ვენეციის კომისიის მხრიდან კვლავ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დემოკრატიის უკუსვლად იქნა ცნობილი
  3. რუსთავი 2სამთავრობოდავით მათიკაშვილი: ერთსა და იმავე შინაარსის წიაღსვლებით, ვენეციის კომისიის დასკვნები აბსოლუტურად უშინაარსოა, ისინი არ არის დაფუძნებული ფაქტებზე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
"იყო სამართლებრივი ხასიათის, მერე გახდა პოლიტიკური ხასიათის" - გურამ მაჭარაშვილი ვენეციის კომისიის დასკვნაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები