დავით მათიკაშვილი ვენეციის კომისიაზე: საკანონმდებლო სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს ქართული სუვერენული სივრცის გარე ჩარევებისგან დაცვას, ვენეციის კომისიის მხრიდან კვლავ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დემოკრატიის უკუსვლად იქნა ცნობილი
ვენეციის კომისიის მიერ კანონმდებლობის დემოკრატიის უკუსვლად შეფასება დაუსაბუთებელია და ევროინტეგრაციისთვის კონტრპროდუქტიულ ორმაგ სტანდარტს წარმოადგენს, – აცხადებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

საკანონმდებლო სივრცე, რომელის მიზანსაც ერთადერთი რამ წარმოადგენს, იქნას პრენეციულად დაცული ქართული სუვერენული სივრცე გარე ჩარებისგან ვენეციის კომისიის მხრიდან კვლავ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე იქნა შეუსაბამოდ, დემოკრატიის უკუსვლად, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას.
მისივე თქმით, მსოფლიო დემოკრატიული სამყარო შეთანხმდა, რომ დაუშვებელია გარე ჩარევები სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკურ პროცესებში.
„ცალკეული ქვეყნები სწორედ ანალოგიურ კანონმდებლობას იღებენ. საკანონმდებლო სივრცე, რომელის მიზანსაც ერთადერთი რამ წარმოადგენს, იქნას პრენეციულად დაცული ქართული სუვერენული სივრცე გარე ჩარებისგან ვენეციის კომისიის მხრიდან კვლავ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე იქნა ცნობილი შეუსაბამოდ, დემოკრატიის უკუსვლად. ბუნებრივია ეს ორმაგი სტანდარტი კონტრპროდუქტიულია საქართველოს ინტეგრაციისა ევროკავშირთან და წარმოადგენს ამის შემაფერხებელ გარემოებას“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიადავით მათიკაშვილი - ვენეციის კომისია, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და ყოველგვარ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობის გარეშე, აკეთებს მცდარ დასკვნებს, რომლითაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს არაჯანსაღ ინტერესს იმ კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც საქართველოშია შექმნილი
დავით მათიკაშვილი – ვენეციის კომისია მცდარ დასკვნებს აკეთებს, რითაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს არაჯანსაღ ინტერესს იმ კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც საქართველოშია შექმნილი
დავით მათიკაშვილი: ერთსა და იმავე შინაარსის წიაღსვლებით, ვენეციის კომისიის დასკვნები აბსოლუტურად უშინაარსოა, ისინი არ არის დაფუძნებული ფაქტებზე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…