ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე კანონთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს

საქართველოს პარლამენტიქართული ოცნება

ვენეციის კომისიის დასკვნით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონები პოლიტიკურ თავისუფლებებზე არაპროპორციულ შეზღუდვებს აწესებს. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ დოკუმენტი დაუსაბუთებელი და ტენდენციურია.

ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე კანონთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს
ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე კანონთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებსრუსთავი 2

ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე კანონთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს, რომელიც ეხება გრანტების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონებს, სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ აქტებს.

ანგარიშში წერია, რომ ეს კანონები ხელს უშლის პარტიების სუვერენიტეტის დაცვას, პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებას და ამ საკითხებზე ნებისმიერი მომავალი კანონმდებლობა უნდა შემუშავდეს სისტემური და ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის მეშვეობით.

"ვენეციის კომისია მტკიცედ მიიჩნევს, რომ განსახილველი კანონმდებლობა არ ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან დაცვისა და გაძლიერების მიზანს. პირიქით, იგი პოლიტიკურ თავისუფლებებზე არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს აწესებს და ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობას.

კომისია რეკომენდაციას იძლევა, გადაიხედოს "გრანტების შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენება და შესაბამისი ქმედებები მოწესრიგდეს მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში,"- წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დასკვნა იმეორებს გასულ წელს მომზადებული ანგარიშის შინაარსს, არ ახლავს იურიდიულად და სამართლებრივად დასაბუთებული არგუმენტები და მხოლოდ ოპოზიციური პარტიების და მათი მხარდამჭერი ენჯეოების მისამართით ტენდენციურ მხარდაჭერას ასახავს.

"ქართულ ოცნებაში" ვენეციის კომისიას დღეს ისიც შეახსენეს, რომ საქართველოს კანონი უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ ამერიკული კანონის ზუსტი ანალოგია.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?