დავით მათიკაშვილი - ვენეციის კომისია, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და ყოველგვარ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობის გარეშე, აკეთებს მცდარ დასკვნებს, რომლითაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს არაჯანსაღ ინტერესს იმ კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც საქართველოშია შექმნილი
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ დავით მათიკაშვილის მტკიცებით, ვენეციის კომისია ქართულ კანონმდებლობაზე დაუსაბუთებელ, მცდარ დასკვნებს აკეთებს და არაჯანსაღ ინტერესს ამჟღავნებს. თავის მხრივ, კომისია მიიჩნევს, რომ ცვლილებები მოქალაქეთა უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებს არაპროპორციულად ზღუდავს.

ვენეციის კომისია, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და ყოველგვარ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობის გარეშე, აკეთებს მცდარ დასკვნებს, რომლითაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს არაჯანსაღ ინტერესს იმ კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც საქართველოშია შექმნილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას, სადაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლსა და შესაბამის კანონმდებლობაში ასახულ ცვლილებებზეა საუბარი.
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტმა თავის დროზე მიიღო ის საკანონმდებლო სივრცე, ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ჩარევის პრევენციას.
„ვენეციის კომისიის დასკვნებში არის ერთი და იგივე შინაარსის წიაღსვლები აბსოლუტურად უშინაარსო, რომელიც ფაქტებზე არ არის დაფუძნებული და მხოლოდ აღქმებით შესაბამის ანალიზს გულისხმობს. ეს ის კომისიაა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დატოვა, სწორედ იმიტომ, რომ ვენეციის კომისიის საქმიანობა შეერთებული შტატების ინტერესებისთვის შეუსაბამოდ მიიჩნია. მთელი მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიული ქვეყნები იღებენ ადეკვატურ კანონმდებლობას, რაც გულისხმობს უცხო ჩარევის შეზღუდვას და პრევენციას, სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკის განხორციელებაში. სწორედ ამ მიმართულებით გადაიდგა თავის დროზე საქართველოს პარლამენტის მიერ ნაბიჯები და იქნა მიღებული ის საკანონმდებლო სივრცე, ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ჩარევის პრევენციას. ვენეციის კომისია აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და ყოველგვარ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობის გარეშე, აკეთებს მცდარ დასკვნებს, რომლითაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს არაჯანსაღ ინტერესს იმ კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც საქართველოშია შექმნილი“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ვენეციის კომისია „გრანტების შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ სხვა კანონებში, 2026 წლის მარტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს.
ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონები არ ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან დაცვისა და განმტკიცების მიზანს. კომისიის შეფასებით, ამის ნაცვლად, იგი საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს აწესებს, განსაკუთრებით გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებთან მიმართებით და ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობის შენარჩუნებას.
ციტატები სტატიიდან
„ვენეციის კომისიის დასკვნებში არის ერთი და იგივე შინაარსის წიაღსვლები აბსოლუტურად უშინაარსო, რომელიც ფაქტებზე არ არის დაფუძნებული და მხოლოდ აღქმებით შესაბამის ანალიზს გულისხმობს. ეს ის კომისიაა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დატოვა, სწორედ იმიტომ, რომ ვენეციის კომისიის საქმიანობა შეერთებული შტატების ინტერესებისთვის შეუსაბამოდ მიიჩნია. მთელი მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიული ქვეყნები იღებენ ადეკვატურ კანონმდებლობას, რაც გულისხმობს უცხო ჩარევის შეზღუდვას და პრევენციას, სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკის განხორციელებაში. სწორედ ამ მიმართულებით გადაიდგა თავის დროზე საქართველოს პარლამენტის მიერ ნაბიჯები და იქნა მიღებული ის საკანონმდებლო სივრცე, ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ჩარევის პრევენციას. ვენეციის კომისია აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და ყოველგვარ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობის გარეშე, აკეთებს მცდარ დასკვნებს, რომლითაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს არაჯანსაღ ინტერესს იმ კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც საქართველოშია შექმნილი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.