არჩილ გორდულაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ამ დასკვნას არანაირი ფასი არ აქვს, ის გამოყენებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ პოლიტიკოსების მიერ
არჩილ გორდულაძის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნას არანაირი ფასი არ აქვს და კომისია სამართლებრივი შეფასების ნაცვლად პოლიტიკურ შეფასებებზე გადავიდა.

ამ დასკვნას არანაირი ფასი არ აქვს, ის გამოყენებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ პოლიტიკოსების მიერ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიას არავინ ეკითხება როგორი პოლიტიკური ლანდშაპტი ან გარემოა საქართველოში.
„მათი ფუნქციაა სამართლებრივად შეაფასონ კონკრეტული კანონი, მაგრამ ისინი გადასულები არიან პოლიტიკური შეფასებაში, რომელიც პირდაპირ თანხვედრაშია კოლექტიური ნაცმოძრაობის თითოეული წევრის მიერ გაჟღერებულ პოზიციასთან“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაარჩილ გორდულაძე – ჩვენ არაერთხელ გვითანამშრომლია ვენეციის კომისიასთან, მაგრამ ახლა ისინი საერთოდ გავიდნენ სამართლებრივი ჩარჩოებიდან, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტის სახეს იღებენ
არჩილ გორდულაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე: მათი ფუნქცია არის, რომ სამართლებრივად შეაფასონ კონკრეტული კანონი ან კანონთა პაკეტი, მაგრამ ისინი პირდაპირ გადასულები არიან პოლიტიკურ შეფასებებში
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…