არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ სხდომაზე
არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები სასამართლო სხდომებზე საკუთარი გამოსვლებით თავადვე აიკრძალავენ თავს და მმართველი გუნდის სარჩელის გასამყარებლად მტკიცებულებებს გააჟღერებენ.

ორი დღის წინ, სხდომის მიმდინარეობის დროსაც ვთქვი, რომ რაც შეიძლება ბევრი უნდა ისაუბრონ "კოლექტიური ნაცმოძრაობის" სხვადასხვა პარტიად დაყოფილმა პირებმა. ისინი თვითონ სხდომაზეც, პროცესის მიმდინარეობის დროსაც კი ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რითაც ჩვენს სარჩელს უფრო მეტად ასაბუთებენ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის სარჩელს, საზოგადოების თვალში დასაბუთებაც არ სჭირდება, ვინაიდან საჯარო სივრცეში საკმარისად არის გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა, ოპოზიცია, საკუთარი განცხადებებით, დამატებით მტკიცებულებებს აძლევს მოსარჩელე მხარეს სარჩელის გასამყარებლად.
"სარჩელს, საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, საზოგადოების თვალში დასაბუთებაც კი არ სჭირდება. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი იქნება, თამარ ჩერგოლეიშვილი იქნება, ბოკუჩავა, "ლელოს" წარმომადგენლები, "გახარიელები" თუ სხვანი, ყოველთვის აკეთებენ ერთსა და იმავეს, რომ ისინი, მაგალითად საარჩევნო კამპანიას საქართველოში კი არ ატარებენ, არამედ უცხოეთში მიდიან. მაგალითად 2024 წელს რაც გააკეთეს, უცხოელი პატრონების წინაშე დებენ პირობას, რომ ერთად იბრძოლებენ, რომ ვერ შეასრულეს, ისევ 2025 წელს არჩევნებიდან ერთ თვეში მოღალატეობრივ წერილს უგზავნიან, რომ ჩვენ ვერ გავაკეთეთ ვერაფერი და შესაბამისად თქვენ ხელისუფლება დაასანქცირეთ და საქართველოსთან ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტეთო. თავიანთივე სიტყვით აღიარებენ და ამავდროულად, დამატებით მტკიცებულებებს გვაძლევენ ჩვენი სარჩელის გასამყარებლად," - აღნიშნა გორდულაძემ.
მან ყურადღება გაამახვილა ოპოზიციის წარმომადგენლების მცდელობაზე, სტრასბურგის სასამართლო და ვენეციის კომისიის ექსპერტები ჩაერთონ მიმდინარე განხილვაში და მათი ეს ნაბიჯი შეაფასა კონსტიტუციური ორგანოს შეურაცხყოფად. გორდულაძის განმარტებით, ოპოზიციას საკუთარი აზრიც კი არ გააჩნია და ამიტომ ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს უცხოელებმა უკეთ იციან საქართველოს კონსტიტუცია, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა.
"წარმოიდგინეთ, როგორი მდგომარეობაა მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ პარტიაში, "ლელოში", რომ ისინი ამბობენ, ჩვენ უნდა მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოს, თუ რა პროცედურით განვიხილავთო. წარმოიდგინეთ, რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ კონსტიტუციურ ორგანოს, რომ თურმე მან პროცედურაც კი არ იცის და პროცედურის განსაზღვრის შესაძლებლობაც კი არა აქვს და ვინმე სხვა უნდა განსაზღვროს გარედან და რატომ? ეს ხომ მათ ქვეცნობიერის წამოცდენებია, იმიტომ, რომ მათ საკუთარი აზრიც კი არ აქვთ, არავინ აძლევს უფლებას, რომ გარედან გამოგზავნილ განცხადებაში წერტილი ან მძიმე მაინც შეცვალონ. იგივე არის ვენეციის კომისიის ექსპერტებთან დაკავშირებით - თითქოს საქართველოს კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე მეტად იცის და უკეთესად იცის უცხოური სახელის და გვარის მქონე ადამიანმა. ამ ნონსენსში არიან ჩაცვენილები და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მათ ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ სხდომის პროცესის მიმდინარეობისას," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიარჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ სხდომაზე - რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ კონსტიტუციურ ორგანოს, რომ თითქოს საქართველოს კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე უკეთესად იცის უცხოური სახელის და გვარის მქონე ადამიანმა
- POSTVარჩილ გორდულაძე ოპოზიციის შესახებ: „ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ სხდომაზე – რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ კონსტიტუციურ ორგანოს, რომ, თითქოს, საქართველოს კონსტიტუცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე უკეთესად იცის უცხოური სახელისა და გვარის მქონე ადამიანმა“
- პირველი არხიარჩილ გორდულაძე – ბევრი უნდა ილაპარაკონ და თავადვე აიკრძალავენ თავებს, დამატებით მტკიცებულებებს გვაძლევენ ჩვენი სარჩელის გასამყარებლად
ციტატები სტატიიდან
„სარჩელს, საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, საზოგადოების თვალში დასაბუთებაც კი არ სჭირდება. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი იქნება, თამარ ჩერგოლეიშვილი იქნება, ბოკუჩავა, "ლელოს" წარმომადგენლები, "გახარიელები" თუ სხვანი, ყოველთვის აკეთებენ ერთსა და იმავეს, რომ ისინი, მაგალითად საარჩევნო კამპანიას საქართველოში კი არ ატარებენ, არამედ უცხოეთში მიდიან. მაგალითად 2024 წელს რაც გააკეთეს, უცხოელი პატრონების წინაშე დებენ პირობას, რომ ერთად იბრძოლებენ, რომ ვერ შეასრულეს, ისევ 2025 წელს არჩევნებიდან ერთ თვეში მოღალატეობრივ წერილს უგზავნიან, რომ ჩვენ ვერ გავაკეთეთ ვერაფერი და შესაბამისად თქვენ ხელისუფლება დაასანქცირეთ და საქართველოსთან ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტეთო. თავიანთივე სიტყვით აღიარებენ და ამავდროულად, დამატებით მტკიცებულებებს გვაძლევენ ჩვენი სარჩელის გასამყარებლად,“
„წარმოიდგინეთ, როგორი მდგომარეობაა მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ პარტიაში, "ლელოში", რომ ისინი ამბობენ, ჩვენ უნდა მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოს, თუ რა პროცედურით განვიხილავთო. წარმოიდგინეთ, რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ კონსტიტუციურ ორგანოს, რომ თურმე მან პროცედურაც კი არ იცის და პროცედურის განსაზღვრის შესაძლებლობაც კი არა აქვს და ვინმე სხვა უნდა განსაზღვროს გარედან და რატომ? ეს ხომ მათ ქვეცნობიერის წამოცდენებია, იმიტომ, რომ მათ საკუთარი აზრიც კი არ აქვთ, არავინ აძლევს უფლებას, რომ გარედან გამოგზავნილ განცხადებაში წერტილი ან მძიმე მაინც შეცვალონ. იგივე არის ვენეციის კომისიის ექსპერტებთან დაკავშირებით - თითქოს საქართველოს კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე მეტად იცის და უკეთესად იცის უცხოური სახელის და გვარის მქონე ადამიანმა. ამ ნონსენსში არიან ჩაცვენილები და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მათ ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ სხდომის პროცესის მიმდინარეობისას,“
„თუ სხვანი, ყოველთვის აკეთებენ ერთსა და იმავეს, რომ ისინი, მაგალითად საარჩევნო კამპანიას საქართველოში კი არ ატარებენ, არამედ უცხოეთში მიდიან. მაგალითად 2024 წელს რაც გააკეთეს, უცხოელი პატრონების წინაშე დებენ პირობას, რომ ერთად იბრძოლებენ, რომ ვერ შეასრულეს, ისევ 2025 წელს არჩევნებიდან ერთ თვეში მოღალატეობრივ წერილს უგზავნიან, რომ ჩვენ ვერ გავაკეთეთ ვერაფერი და შესაბამისად თქვენ ხელისუფლება დაასანქცირეთ და საქართველოსთან ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტეთო. თავიანთივე სიტყვით აღიარებენ და ამავდროულად, დამატებით მტკიცებულებებს გვაძლევენ ჩვენი სარჩელის გასამყარებლად,“
„წარმოიდგინეთ, როგორი მდგომარეობაა მაგალითად,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…